1. წინამდებარე მენეჯმენტის გეგმა შემუშავებულია კინტრიშის დაცული ტერიტორიებისთვის, რომლებიც მოიცავს კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალსა და კინტრიშის ეროვნულ პარკს. მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის N110 ბრძანებით დამტკიცებული დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ დებულების შესაბამისად.

2. მენეჯმენტის გეგმის მიზანს წარმოადგენს დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნებისა და ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელი კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრა, რომლებიც უნდა განახორციელოს შესაბამისი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ მოცემული მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადაშ