1. წინამდებარე მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალისა და ლაგოდეხის აღკვეთილისათვის (შემდგომში – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები), „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად.

2. მენეჯმენტის გეგმის მიზანს წარმოადგენს  გრძელვადიანი მიზნების დასახვა და ამ მიზნების მისაღწევად საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისათვის, რომლებიც უნდა განახორციელოს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ წინამდებარე მენეჯმენტის გეგმის ძალაში ყოფნის პერიოდშ