1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:
ა) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;
ბ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა;
გ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების, განსაკუთრებით – კოლხური რელიქტური და მთის ტყის ეკოსისტემის შენარჩუნება და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი გარემოსთან ურთიერთშეხამებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტების დაცვა და აღდგენა.
2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად აღკვეთილის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;
ბ) უზრუნველყოს კინტრიშის დაცული ტერტორიების ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;
დ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;
ე) უზრუნველყოს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ძირითადი მიზნით განსაზღვრული კოლხური რელიქტური და მთის ტყის ეკოსისტემის შენარჩუნება და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი გარემოსთან ურთიერთშეხამებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტების დაცვა, მოვლა და აღდგენ