1. კინტრიშის დაცული ლანდშაფტის მდებარეობა განსაზღვრულია „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით.

2. კინტრიშის დაცულ ლანდშაფტში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემების და ამ ეკოსისტემების ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა;

გ) ტყის ეკოსისტემების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა;

დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა;

ე) საგანმანათლებლო საქმიანობისა;

ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვებისა;

ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა;

თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობისა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობისა;

ი) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისა;

კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა;

ლ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა;

მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;

ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილებისა;

ო) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა;

პ) გზების მოვლისა და ბილიკების მოვლისა და მოწყობისა;

ჟ) ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარებისა ტყით დაუფარავ ფართობებში;

რ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის ფარგლებში თევზაობისა;

ს) კინტრიშის დაცულ ტერტორიებზე სეზონურად მცხოვრები მოსახლეობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობის, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობის ადგილობრივი ჯიშის ხილის სანამყენებით, სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობის (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არაუმეტეს 63 საშეშე მერქანი), ძოვების (ტყით დაუფარავ ფართობში) თიბვის, ხვნა-თესვის, საფუტკრეების მოწყობის, სადაც სკებისა და ტრადიციული საფუტკრე სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2000 ძირს, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.

3. კინტრიშის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს კინტრიშის დაცული ლანდშაფტის მთავარი მიზნით განსაზღვრული კოლხური რელიქტური და მთის ტყის ეკოსისტემის შენარჩუნება და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი, გარემოსთან ურთიერთშეხამებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტების დაცვის მოვლისა და აღდგენის განხორციელებისათვის აუცილებელი ხელისშემწყობი პირობები. სოციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, და ზეხმელი ხეები.

დანართი 3

ტექნიკური რეგლამენტი - თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წე