1. კინტრიშის დაცული ლანდშაფტის მდებარეობა განსაზღვრულია „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით.
2. კინტრიშის დაცულ ლანდშაფტში დაშვებულია მხოლოდ:
ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;
ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემების და ამ ეკოსისტემების ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;
გ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;
დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;
ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;
ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;
ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;
თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;
ი) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;
კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;
ლ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;
მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება;
ო) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;
პ) გზების მოვლა და ბილიკების მოვლა და მოწყობა;
ჟ) ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარება ტყით დაუფარავ ფართობებში;
რ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის ფარგლებში თევზაობა;
ს) კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე სეზონურად მცხოვრები მოსახლეობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიშვება პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობა ადგილობრივი ჯიშის ხილის სანამყენეებით, სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), თიბვა, ხვნათესვა, საფუტკრეების მოწყობა, სადაც სკებისა და ტრადიციული საფუტკრე სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2000 ძირს, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვება და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.
3. კინტრიშის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს კინტრიშის დაცული ლანდშაფტის მთავარი მიზნით განსაზღვრული კოლხური რელიქტური და მთის ტყის ეკოსისტემის შენარჩუნება და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი, გარემოსთან ურთიერთშეხამებული, ბუნებრივ-კულტურული ლანშაფტების დაცვის, მოვლისა და აღდგენის განხორციელებისათვის აუცილებელი ხელის შემწყობი პირობები. სანიტარიული ან\და სპეციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი და ზეხმელი ხეები
,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 27.06.2012
მუხლი 6. კინტრიშის დაცული ლანდშაფტის მდებარეობა, დაშვებული და აკრძალული საქმიანობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 6. კინტრიშის დაცული ლანდშაფტის მდებარეობა, დაშვებული საქმიანობა
- მუხლი 3. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 7. ილტოს აღკვეთილის მდებარეობა და ფართობი, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა
- მუხლი 40. კინტრიშის ეროვნული პარკის თითოეულ ზონაში აკრძალული საქმიანობები
- მუხლი 5. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის მდებარეობა და დაშვებული საქმიანობა
- მუხლი 4. კინტრიშის დაცული ტერიტორიების მდებარეობა და საერთო ფართობი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. გარდაბნის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა
- მუხლი 8. ცხოველთა სამყაროს დაცვა გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიაზე
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 3. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 4. კინტრიშის დაცული ტერიტორიების მდებარეობა და საერთო ფართობი
- მუხლი 5. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის მდებარეობა და დაშვებული საქმიანობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ““, მუხლი 6, №729, 07.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.012.369 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80344/muxli-6-4/