1. ალგეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის საერთო ფართობი შეადგენს 3126,9 ჰა ტერიტორიას. რომელიც მოიცავს №№27, 29, 30, 31; 32 კვარტალის უბნებს 16-დან 22-ის ჩათვლით; №№33, 34, 35, 36, 38-დან 51-ის ჩათვლით, №№53 და 54 კვარტალებს შესაბამისი უბნებით და №59 კვარტალს.

2. ალგეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა;

გ) ტყის ეკოსისტემების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა;

დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა;

ე) საგანმანათლებლო საქმიანობისა;

ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვებისა;

ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა;

თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობისა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობისა;

ი) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერტორიაზე ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისა;

კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა;

ლ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა;

მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;

ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილებისა;

ო) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა;

პ) გზების მოვლისა და ბილიკების მოვლისა და მოწყობისა;

ჟ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არაუმეტეს 63 საშეშე მერქანი), ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობის, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობის, სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობის, ძოვების (ტყით დაუფარავ ფართობში) თიბვის, საფუტკრეების მოწყობის, სადაც სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ძირს, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.

დანართი 2

ტექნიკური რეგლამენტი - კინტრიშის დაცული ტერტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წე