1. ალგეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის საერთო ფართობი შეადგენს 3003,9 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს №№27, 29, 30, 31; №32 კვარტალის უბნებს 16-დან 22-ის ჩათვლით; №№ 33, 34, 35, 36, 38-დან 51-ის ჩათვლით, №№53 და 54 კვარტალებს შესაბამისი უბნებით.
2. ალგეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია მხოლოდ:
ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;
ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;
გ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;
დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;
ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;
ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;
ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;
თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;
ი) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერტორიაზე ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;
კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;
ლ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;
მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება;
ო) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;
პ) გზების მოვლა და ბილიკების მოვლა და მოწყობა;
ჟ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიშვება პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობა, სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში) თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სადაც სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ძირს, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვება და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა