1. ყაზბეგის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის საერთო ფართობი შეადგენს 2990 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს №2 კვარტალის მე-5 უბანს და №№ 5, 6, 10, 11, 14, 18, 26, 27, 28, 29, 30, 32, 33, 34, 35, 36, 38, 41, 42, 44, 45, 49, 57, 58 კვარტალებს.
2. ყაზბეგის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვის, მოვლის, აღდგენისა და მონიტორინგისა;
ბ) ტყის ეკოსისტემების დაცვის, მოვლისა და აღდგენისა;
გ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგისა;
დ) საგანმანათლებლო საქმიანობისა;
ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო და უხერხემლოების საკოლექციო მასალის შეგროვებისა;
ვ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა;
ზ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობისა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობისა;
თ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისა;
ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა;
კ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;
ლ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილებისა;
მ) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა;
ნ) გზების მოვლისა და ბილიკების მოვლისა და მოწყობისა;
ო) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობის, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობის, ძოვების (ტყით დაუფარავ ფართობში) თიბვის, საფუტკრეების მოწყობის, სადაც სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ძირს, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა.
დანართი 7
ტექნიკური რეგლამენტი - გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წე