1. ყაზბეგის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 3407 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს №№ 1, 2 (გარდა მე-5 უბნისა), 3, 4 (გარდა მე-11 უბნისა), 12, 13, 15, 16, 19, 20, 31, 43, 46, 47, 48, 50, 51, 53, 55, 56 კვარტალებს.

2. ყაზბეგის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგისა;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობისა;

გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილების