1. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი შეადგენს 2311 ჰა-ს და მოიცავს №4 კვარტალის მე-11 უბანს და №№ 7, 8, 9, 17, 21, 22, 23, 24, 25, 37, 39, 40, 52, 54 კვარტალებს.
2. ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:
ა) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაციიის, მოვლის, აღდგენისა და მონიტორინგისა;
ბ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემისა და ტყის ეკოსისტემების დაცვის, აღდგენისა და მონიტორინგისა;
გ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგისა;
დ) საგანმანათლებლო საქმიანობისა;
ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობით საჰერბარიუმო და უხერხემლოების საკოლექციო მასალის შეგროვებისა;
ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელებისა;
ზ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა;
თ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა;
ი) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;
კ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვებისა;
ლ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა;
მ) ფეხით და ცხენით გადაადგილებისა, განსაკუთრებულ შემთხვევებში გზებზე მანქანით მოძრაობისა;
ნ) ბილიკების მოწყობისა და არსებული გზებისა და ბილიკების მოვლისა;
ო) ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდისა და გზებისა და ბილიკების გვერდითი საზღვრების გასწვრივ 20-მეტრიან ზოლში სოციალური ჭრებით ჯგუფურად გამხმარი ზეხმელი ხეების მოჭრისა და გატანისა;
პ) საქონლის სატრანზიტო გადარეკვისა და ვიზიტორთა და საპატრულო ცხენების ძოვების