1. ყორუღის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონა ეწყობა ბუნებაში მიმდინარე პროცესების, ბუნებრივი გარემოს ხელუხლებელ მდგომარეობაში დაცვის, შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო, შეზღუდული სამეცნიერო და ტურისტული საქმიანობისათვის.
2. ყორუღის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 120,4 ჰა ტერიტორიას და მოიცავს მე-13 კვ-ის 8-9 ლიტერებს, მე-12 კვ-ის 8-9-9ა-10 ლიტერებს, მე-15 კვარტალის 4დ-4ე-5ა-5ბ-14-15-15ა-16-16ა ლიტერებს.
3. ყორუღის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:
ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი;
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
დ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;
ე) სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილება;
ვ) დაცვის ღონისძიებები, გარდა ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებისა, როგორიც არის სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და ხანძრებისაგან დაცვის მიზნით ტყეების ჩახერგილობისაგან გაწმენდა;
ზ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, საპატრულო/სახანძრო გზებზე და ბილიკებზე ცხენებითა და ავტო-, მოტოტრანსპორტით გადაადგილება;
თ) დაცვის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;
ი) გადაადგილების დროს საპატრულო ცხენების ძოვება;
კ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;
ლ) ფოტოგრაფირება და ვიდეო- და აუდიომასალების მომზადება