1. ყორუღის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონა ეწყობა ბუნებაში მიმდინარე პროცესების დაცვის, შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო, შეზღუდული სამეცნიერო და ტურისტული საქმიანობისათვის.
2. ყორუღის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 120,4 ჰა ტერიტორიას და მოიცავს მე-13 კვ-ის №№ 8-9 ლიტერებს, მე-12 კვ-ის №№ 8-9-9ა-10 ლიტერებს, მე-15 კვარტალის №№ 4დ-4ე-5ა-5ბ-14-15-15ა-16-16ა ლიტერებს.
3. ყორუღის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონაში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები:
ა) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი;
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
დ) აღდგენითი ღონისძიებები;
ე) სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილება;
ვ) დაცვის ღონისძიებები, მათ შორის ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები, როგორიც არის ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყეების ჩახერგილობისგან გაწმენდა და მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა ;
ზ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, საპატრულო-სახანძრო გზებზე და ბილიკებზე ცხენებითა და ავტო, მოტოტრანსპორტით გადაადგილება;
თ) დაცვის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობ