1. ივრის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონა ეწყობა ბუნებაში მიმდინარე პროცესების, ბუნებრივი გარემოს ხელუხლებელ მდგომარეობაში დაცვის, შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო, შეზღუდული სამეცნიერო და ტურისტული საქმიანობისათვის.
2. ივრის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 26,6 ჰა ტერიტორიას და მოიცავს მე-5 კვარტალის 14-15-16-18-19 ლიტერებს. სულ მკაცრი დაცვის ზონა შეადგენს 147,0 ჰექტარს.
3. ივრის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:
ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი;
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
დ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;
ე) სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირე-ბული გადაადგილება;
ვ) დაცვის ღონისძიებები, გარდა ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები, როგორიც არის სანიტარული ან/და სპეციალური ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და ხანძრებისაგან დაცვის მიზნით ტყეების ჩახერგილობისაგან გაწმენდა;
ზ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, საპატრულო/სახანძრო გზებზე და ბილიკებზე ცხენებითა და ავტო-მოტო ტრანსპორტით გადაადგილება;
თ) დაცვის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;
ი) გადაადგილების დროს საპატრულო ცხენების ძოვება;
კ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;
ლ) ფოტოგრაფირება და ვიდეო და აუდიო მასალების მომზადება
მუხლი 6. ივრის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული და აკრძალული საქმიანობები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 6. ივრის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები
- მუხლი 6. გარდაბნის აღკვეთილის სანაკრძალ
- მუხლი 6. გარდაბნის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული და აკრძალული საქმიანობები
- მუხლი 6. ყორუღის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები
- მუხლი 6. ჭაჭუნის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები
- მუხლი 6. აჯამეთის აღკვეთილის სანაკრძალე ზონაში დაშვებული საქმიანობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. ყორუღის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული და აკრძალული საქმიანობები
- მუხლი 7. ყორუღის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული და აკრძალული საქმიანობა
- მუხლი 1. ზოგადი დებულება
- მუხლი 3. ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 4. ივრის აღკვეთილის პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
- მუხლი 5. ივრის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ ფუნქციონალური ორგანიზაცია და ზონირება
- მუხლი 7. ივრის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა, მათი ფართობი, საზღვრები და დაშვებული და აკრძალული საქმიანობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე““, მუხლი 6, №44, 09.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.013.892 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87832/muxli-6-3/