1. კინტრიშის დაცული ტერიტორიები წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტო კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მეშვეობით ახორციელებს მის მართვას.

2. კინტრიშის ხეობაში არ არის განხორციელებული მიწის რეგისტრაცია. მიწის საკუთრების შესახებ ინფორმაცია ინახება საყოფაცხოვრებო რეესტრის წიგნებში. მხოლოდ მიწის 3 ნაკვეთია რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (სრეს).

3. კინტრიშის დაცული ლანდშაფტის ფარგლებში დასაშვები იყო ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება. დაცული ლანდშაფტის ზოგიერთ მიწას იყენებდნენ ადგილობრივი თემები კულტივირებისთვის, საქონლის საძოვრად და გადაადგილებისთვი