1. სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის სპეციალური ეკოსაგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება. ეკოსაგანმანათლებლო პროგრამის მიზანია:
ა) მოსახლეობის ფართო ფენების მიერ დაცული ტერიტორიების მნიშვნელობისა და როლის გააზრება ქვეყნისა და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონცეფციის, როგორც ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის ნაწილის დაცვის იდეის მხარდაჭერა;
ბ) მოსახლეობის ფართო ფენებში მაღალი ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბება;
გ) მიღებული ინფორმაციისა და ცოდნის საფუძველზე დაცული ტერიტორიებისა და ბუნებრივი გარემოს მიმართ საზოგადოების კეთილგანწყობის, დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და შესაბამისი უნარ-ჩვევებით აღჭურვა;
დ) მოსახლეობის ჩართულობის მაღალი დონე გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით;
ე) მოსახლეობის ფართო ფენების თანადგომის მოპოვება დაცულ ტერიტორიებზე ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.
2. ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის თანამშრომლების საკომუნიკაციო საქმიანობა, ამჟამად, ადგილობრივ მოსახლეობაზე, სკოლის მოსწავლეებზე, სტუდენტებზე, პედაგოგებსა და ვიზიტორებზეა მიმართული. სხვადასხვა საკითხზე მოსახლეობის ინფორმირება უმეტესად პირდაპირი კონტაქტით, ზეპირი ფორმით ხდება, ყოველდღიური მუშაობის პროცესში. თუმცა, სპეციალურად რაიმე საკითხზე ინფორმირების მიზნით შეხვედრები შედარებით ნაკლებად ეწყობა.
3. ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციას გააჩნია საკუთარი ფეისბუქგვერდი, რომლის განახლება ხდება პერიოდულად. ადმინისტრაციას არ აქვს ბეჭდური მასალა – საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც ადმინისტრაციის საქმიანობასა თუ კონკრეტულ დაცულ ტერიტორიასთან დაკავშირებულ მოვლენებს აშუქებს.
4. ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაცია ამზადებს ყოველწლიურ ანგარიშებს და “ბუნების მატიანეს“. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო უზრუნველყოფს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების ერთიანი ანგარიშის გავრცელებას.
5. ადმინისტრაცია მუდმივად ეწევა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო საქმიანობას სასწავლო დაწესებულებებთან.
6. აღკვეთილის ადმინისტრაციის მიერ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის ტარდება პრეზენტაციები და ლექცია-სემინარები საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და ჭაჭუნის აღკვეთილის შესახებ. მოსწავლეები დეტალურად ეცნობიან საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და აღკვეთილის ადმინისტრაციის მიზნებს, საქმიანობებს, მართვასა და ეკოტურისტულ პოტენციალს. რაიონის მიმდებარე სკოლებში ყოველწლიურად იმართება ღონისძიებები სხვადასხვა სახის ეკოლოგიური პრობლემის თემატიკასთან დაკავშირებით,7. ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაცია აწყობს სპეციალურ გარემოსდაცვით ღონისძიებებს ე. წ. „მწვანე კალენდრის“ მიხედვით, როგორიცაა 2 თებერვალი – ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო კვირეული, 21 მარტი – ტყის დღე, 26 მარტი – დედამიწის საათი, 22 აპრილი - დედამიწის საერთაშორისო დღე. ღონისძიებების მიზანია გლობალური ცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვითი საქმიანობების განხორციელება.
8. 2018 წელს ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულ გარემოსდაცვით ღონისძიებებში ჩაერთო 2 184 ადამიანი. მათ შორის: 856 მოსწავლე, 223 პედაგოგი, 150 სტუდენტი, 673 ადგილობრივი მოსახლე, 282 სხვა (თანამშრომლები და მკვლევრები). სულ ჩატარდა 190 ღონისძიება. მათ შორის: ლექცია-სემინარი - 78, მწვანე აქცია - 6, ეკოტური - 23, მოქალაქეებთან შეხვედრა - 71, დასუფთავების აქცია - 12.
9. 2019 წელს ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულ გარემოსდაცვით ღონისძიებებში ჩაერთო 2 222 ადამიანი. მათ შორის: 906 მოსწავლე, 82 პედაგოგი, 229 სტუდენტი, 851 ადგილობრივი მოსახლე, 154 სხვა (თანამშრომლები და მკვლევრები).
სულ ჩატარდა 216 ღონისძიება. მათ შორის: ლექცია-სემინარი - 98, მწვანე აქცია - 12, ეკოტური - 28, მოქალაქეებთან შეხვედრა - 68, დასუფთავების აქცია - 10.
10. 2020 წელს ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის მიერ ჩატარდა 64 ეკოსაგანმანათლებლო ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება, რომელშიც სულ ჩაერთო 977 მონაწილე. 2021 წლის 6 თვის განმავლობაში ადმინისტრაციის მიერ ჩატარდა 25 აქტივობა, სადაც მონაწილეობა მიიღო 483-მა ადამიანმა.
11. 2021 წელს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულმა ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებმა მოიცვა 864 მონაწილე. მათ შორის 148 ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლე, 79 სტუდენტი, 447 ადგილობრივი მოსახლე და 190 სხვა პირი.
12. ადმინისტრაციის თანამშრომლები ყოველწლიურად ატარებენ გამოკითხვას საზოგადოებრივი აღქმისა და სოციალური გავლენის მონიტორინგისა და შეფასების მიზნით, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრული კითხვარების მეშვეობით. გამოკითხვა ხორციელდება ყველა სოფელში, გამოკითხულთა რაოდენობა მინიმუმ 100 რესპოდენტს შეადგენს.
13. ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის მართვა:
ა) ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციაში ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის მართვაზე პასუხისმგებელია ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტი;
ბ) ქმედებები, რომლებიც უკავშირდება ეკოგანათლებასა და საზოგადოებასთან ურთიერთობას, თანხმდება და იმართება ცენტრალიზებულად სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს უშუალო კონტროლის ქვეშ.
14. ეკოგანათლებასთან დაკავშირებული პრობლემები და შესაძლებლობები: ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციას არ გააჩნია საჭირო ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა, თანამშრომლებს არ აქვთ საჭირო კვალიფიკაცია, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად აწარმოონ ეფექტური ეკოსაგანამანათლებლო და შემეცნებითი საქმიანობა (ადმინისტრაციას არ აქვს საინფორმაციო ბუკლეტები მოსწავლეებისთვის, ნერგები მწვანე აქციების დროს და სხვა