1. ადმინისტრაციისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობა მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. იგი ხელს უწყობს დაცული ტერიტორიის დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებას, ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობასა და ცნობიერებას დაცულ ტერიტორიასთან მიმართებით; ყოველივე ეს კი განაპირობებს საზოგადოების ჩართულობას დაცული ტერიტორიების განვითარების პროცესში და ზრდის ადმინისტრაციის მენეჯმენტის ეფექტურობას.

2. საზოგადოებასთან ურთიერთობა ხორციელდება ადმინისტრაციის თანამშრომლების ჩართულობით სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელობით.

3. საზოგადოებასთან ურთიერთობა ხორციელდება შემდეგი რესურსების გამოყენებით: საინფორმაციო მასალები, დაცული ტერიტორიების ვებგვერდი – apa.gov.ge, სოციალური ქსელები (Facebook, Instagram, Twitter და youtube).

4. სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტო თანამშრომლობს ცენტრალურ მედიასთან.

5. სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმიანობების ძირითად მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენს მასმედია, ტუროპერატორი კომპანიები, მოსწავლე-ახალგაზრდობა და ადგილობრივი მოსახლეობა.

6. საბუკომ 2021 წელს CNF-ის მხარდაჭერით დაასრულა დოკუმენტური ფილმის „უდაბნოს პირისპირ“ გადაღება. ფილმი მაყურებელს აცნობს ჭაჭუნის აღკვეთილს, მის ბიომრავალფეროვნებას, მნიშვნელობას და აღკვეთილის წინაშე მდგარ გამოწვევებს. ასევე დაწყებულია ხელოვანთა რეზიდენციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება მულტიმედიური მასალები ჭაჭუნის აღკვეთილის შესახე