ადგილობრივი მაცხოვრებლების საქმიანობა ზეგავლენას ახდენს როგორც დაცულ ლანდშაფტზე (ურბანული და ძირითადი სამეურნეო ტერიტორიები), ისე სახელმწიფო ნაკრძალსა და ეროვნულ პარკზე. დაცული ტერიტორიები, თავის მხრივ, გარკვეულ რეგულაციებს (მაგ.: ძოვება, თიბვა, ტყის რესურსებით სარგებლობა და ა.შ.) აწესებენ. ამიტომ აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციების არსის და დაცული ტერიტორიების სარგებლის რეგულარული გაცნობა.
ასევე, თუშეთის დაცული ტერიტორიების დაცვაში და რესურსების მდგრად გამოყენებაში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია თუშეთის, როგორც ტურიზმისთვის უნიკალური რეგიონის პოპულარიზაცია, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზ