1. ტყის სარტყლის ქვედა ზონა: ჰაბიტატის ეს ტიპი გვხვდება ზღვის დონიდან 400 მ-დან 1,050 მ-ს შორის სიმაღლეებზე და შედარებით რბილ (5-8° დაქანება) რელიეფურ ადგილებსა და დიდი დაქანების კლდოვან ფერდობებს, ღრმად ჩაჭრილ ჩანჩქერიან ვიწრო ხეობებს მოიცავს. ტყის სარტყლის ქვედა ზონაში წმინდა წიფლნარი ტყეები დომინირებს. სამხრეთ-დასავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფერდობებზე გაბატონებულია რცხილნარები და შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები. ქვედა იარუსი არ ვითარდება ან სუსტადაა განვითარებული. ბალახოვანი საფარი ჩვეულებრივ ვითარდება მხოლოდ ტყის ფანჯრებში.
2. ტყის სარტყლის შუა ზონა: ტყის შუა ზონა მდებარეობს ზღვის დონიდან 1,000 მ-დან 1,550 მ სიმაღლეზე და ხასიათდება უაღრესად რთული ღრმა ხეობებით, ხევებით და ძლიერ დანაწევრებული რელიეფით. ტყის საფარი სტრუქტურისა და სახეობების მხრივ მრავალფეროვანია. გაბატონებულია წიფლნარი (Fageta, Fagus orientalis), წიფლნარ-რცხილნარი (Fago-Carpinetun; Carpinus caucasica) და რცხილნარი (Carpinetum, C. caucasica) ტყეები. კლდოვანი ადგილები (რომლებიც მრავლად გვხვდება, განსაკუთრებით კი სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობებზე) მდიდარია ენდემური და რელიქტური მცენარეებით, მათ შორის უთხოვარი (Taxus baccata), პასტუხოვის სურო (Hedera pastuchovii), მაღალი მოცვი (Vaccinium arctostaphylos), ლაგოდეხის იორდასალამი (Paeonia lagodechiana), მლოკოსევიჩის იორდასალამი (Paeonia mlokosewitschii), ლაგოდეხის ნაღველა (Gentiana lagodechiana), ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa), ქართული თხილი (Corylus iberica) და ა.შ. ეს ჰაბიტატები მოიცავს ქალწულებრივი ტყეების დიდ კორომებს.
3. ტყის სარტყლის ზედა ზონა: ზედა ზონის ტყეები გვხვდება ზღვის დონიდან 1,500 მ-დან 1,850 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი მეტად რთულია, ფერდობები კი – ძლიერ დაქანებული (60°). რელიეფის შედარებით რბილი ფორმები გვხვდება ჩრდილოეთის ექსპოზიციის კალთებზე. ტყეებიდან დომინირებს წიფლნარები, წიფლნარ-რცხილნარები და შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები. ტყის სტრუქტურა და შემადგენლობა მნიშვნელოვნად იცვლება დაქანების მატებასთან, ექსპოზიციასთან და განსაკუთრებით კი სიმაღლის ცვლილებასთან ერთად. წიფლნარის კორომებითაა დაფარული ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ექსპოზიციის ფერდობები და ასევე ნაკლებად ციცაბო სამხრეთი ფერდობები. სამხრეთის ექსპოზიციის დიდი დაქანების (30-50°) ფერდობებზე დომინირებს წიფლნარ-რცხილნარები და შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები. დიდი დაქანების კლდოვან ფერდობებზე გავრცელებულია შერეული შემადგენლობის, მეჩხერი ტყეები. ტყის სარტყლის ზედა საზღვართან (ზღვის დონიდან 1,700-1,800 მ) სულ უფრო ხშირად ჩნდება ტყის ფანჯრები. წიფლნარის კორომების შემადგენლობაში ჩნდება სუბალპური მცენარეულობის წარმომადგენლები: მაღალმთის ბოკვი/ნეკერჩხალი (Acer trautvetteri), ლიტვინოვის არყი (Betula litwinowii), ცირცელი (Sorbus caucasigena), მაღალმთის მუხა (Quercus macranthera) და სხვ. ტყის ფანჯრების ბალახოვან საფარში ასევე დომინირებს სუბალპური სახეობები.
4. სუბალპური ტყეები: ჰაბიტატის ეს ტიპი გვხვდება ზღვის დონიდან 1,800-1,850 მეტრიდან და ტყის ზედა საზღვრამდე, რომელიც, როგორც წესი, ზღვის დონიდან 2,400-2,500 მეტრზეა (ტყის ზედა საზღვარი ჩრდილოეთის, ჩრდილო-დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის ფერდობებზე 2,250- 2,300 მ-ზე და ზოგან უფრო მაღლაც კი გადის). სუბალპური ტყეები წარმოდგენილია მეჩხერი, ანუ პარკისებრი და ე.წ. ტანბრეცილი ტყეებით. საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული მაღალმთის ბოკვის/ნეკერჩხლის (Acer trautvetteri), აღმოსავლური წიფლის (Fagus orientalis), მაღალმთის მუხისა (Quercus macranthera) და ლიტვინოვის არყის (Betula litwinowii) ტყეები. ნეკერჩხლისა და წიფლის ტყეები დომინირებს ჩრდილოეთის, დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის ფერდობებზე. ლიტვინოვის არყის (Betula litwinowii) პარკისებრი ტყის კორომები სამხრეთის ფერდობების გარდა ყველგან არის გავრცელებული. სამხრეთის შედარებით უფრო მშრალ ფერდობებზე ტყის მცენარეულობა ძირითადად წარმოდგენილია პარკული ტიპის მაღალმთის მუხნარით (Quercus macranthera). სხვა სუბალპურ ტყეებთან შედარებით რამდენადმე უფრო მაღლა ვრცელდება ლიტვინოვის არყის (Betula litwinowii) ტანბრეცილი ტყეები. ტანბრეცილ არყნარში ხშირად შერეულია კავკასიური ცირცელი (Sorbus caucasigena). ზოგან ცირცელი ისე მრავლადაა, რომ ჩამოყალიბებულია ბიდომინანტური (ორი დომინანტი სახეობა) ცირცელიან არყნარი თანასაზოგადოებებიც. სუბალპური ტყეები სტრუქტურულად და სახეობრივად მრავალფეროვანია. მრავალ ადგილას აქტიურად იჭრება სუბალპური მაღალბალახეულობისა და მდელოსა და ბუჩქნარის ელემენტები, რაც ჰაბიტატების საერთო მრავალფეროვნებას კიდევ უფრო ზრდის.
5. სუბალპური მდელოები და ბუჩქნარი: ჰაბიტატის ეს ტიპი წარმოადგენს ბუჩქნარის, მდელოებისა და მაღალბალახეულობის სხვადასხვა ვარიანტისგან შედგენილ მოზაიკურ ჰაბიტატს. ჩრდილოეთის ექსპოზიციის ფერდობებზე განვითარებულია გართხმული დეკიანები (Rhododendron caucasicum). ჩრდილოეთისა და დასავლეთის ფერდობებზე მცირე დაჯგუფებებისა და ფრაგმენტების სახით წარმოდგენილია მეორადი იელიანებიც (Rhododendron luteum), მოცვიანი (Vaccinium myrtillus) და ღვიიანი (Juniperus depressa) ცენოზებიც. ჰაბიტატი მოიცავს პირველად და მეორად სუბალპურ მდელოებს. მეორად მდელოებს პარკისებრი და ტანბრეცილი ტყეების გავრცელების ადგილი აქვს დაკავებული, აქედან გამომდინარე, ისინი გვხვდება პირველად სუბალპურ მდელოებთან შედარებით უფრო დაბალ სიმაღლეებზე. თუმცა ეს მდელოები შედგენილობისა და სტრუქტურის მხრივ უკვე თითქმის პირველადი სუბალპური მდელოების იდენტურია. მეორადი მდელოები ფართოდაა გავრცელებული სამხრეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის შედარებით მშრალ ფერდობებზე, სადაც მათ მაღალმთის მუხნარის ყოფილი ადგილსამყოფელი უჭირავთ. სუბალპური მდელოები ძირითადად სხვადასხვა ნაირბალახოვანი შერეული თანასაზოგადოებებისაგან არის ფორმირებული.
6. ალპური მდელოები და ალპური ხალები ჰაბიტატების ეს ტიპი ფრაგმენტულადაა გავრცელებული ალპური ზონის კლდოვან წარმონაქმნებსა და ღორღიან ტერიტორიებს შორის (ზღვის დონიდან 2,450 მ-დან 3,000 მ-მდე). ალპურ ზონაში გვხვდება მცენარეულობის განსაკუთრებული ტიპი, რომელსაც ლაქისებრ-მოზაიკური გავრცელების გამო „ალპურ ხალებს“ უწოდებენ. ალპური ხალებისათვის დამახასიათებელი სახეობებია: Alchemilla caucasica, Campanula biebersteiniana, Carex oreophila, Carum caucasicum, Catabrosella variegata, Chamaesciadium acaule, Colpodiumversicolor, Corydalis conorhiza, Festuca supina, Gentiana djimilensis, Gypsophila tenuifolia, Kobresia humilis, Luzula pseudosudetica, L. spicata, Minuartia aizoides, Nardus glabriculmis, Ornithogalum schmalhausenii, Pedicularis crassirostris, Phleum alpinum, Poa caucasica, Potentillagelida, Sibbaldia semiglabra, Trifolium ruprechtii, , Trilius patulus, და სხვ. ალპურ სარტყელში მეტწილად სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ექსპოზიციის ფერდობებზე ფართოდაა გავრცელებული ჭრელი წივანას (Festuca varia) მონოდომინანტური მკვრივკორდიანი მდელოები. დომინანტურ სახეობასთან ერთად აქ გვხვდება: Betonica macrantha, Leontodon hispidus, Sedum involucratum, და Trifolium canescens. ალპური მდელოების დამრეც ფერდობებსა და გავაკებებზე ზღვის დონიდან 3,000 მ-მდე გავრცელებულია კიდევ ერთი მკვრივკორდიანი ფორმაცია ძიგვიანი (Nardetum; Nardus glabriculmis). ასევე გავრცელებული სახეობებია ცხვრის წივანა (Festica ovina), ისლები (Carex meinshauseniana, C. canescens, C. capillaris და C. micropodioides).
7. ლაგოდეხის აღკვეთილის ალპური საძოვრები (რომლებიც გამოიყენება პირუტყვის ძოვებისთვის): 2006 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, აღკვეთილში საზაფხულო საძოვრებად გამოყენებული ალპური მდელოების დიდი ნაწილი დეგრადირებულია პირუტყვის ჭარბი რაოდენობის გამო. გადაჭარბებული ძოვებისა და ფეხით გათელვის შედეგად, დაიკარგა ბუნებრივი ალპური მდელოების სახეობების მრავალფეროვნება. არსებულ ბალახოვანი საფარი ნაწილობრივ ჩანაცვლდა მცირე ზომის სახეობებით – ე.წ. „მეორადი ხალები“, რომლებიც შედგება შემდეგი ბალახოვანი სახეობებისგან: მარმუჭი (Alchemilla sericata), ფესვმაგარა (Sibbaldia parviflora), ძიგვა (Nardus stricta) და კორდისკბილა (Euphrasia pectinata).
8. სუბნივალური ზონის ჰაბიტატი: სუბნივალური ზონისთვის (ზღვის დონიდან 3,000-დან 3,500 მ-მდე) დამახასიათებელი მკაცრი კლიმატური პირობების გამო ეს ჰაბიტატი მოკლებულია შეკრულ მცენარეულ საფარს. მცენარეულობა მიკროდაჯგუფებების სახით არის წარმოდგენილი. მცენარეთა მიკროდაჯგუფებები, ჩვეულებრივ, 3-7-მდე სახეობისაგან შედგება, იშვიათად კი 9-11 სახეობასაც შეიცავს. სუბნივალურ სარტყელში გვხვდება: Alopecurus dasyanthus, A. glacialis, Anthennaria caucasica, Anthemis sosnowskyana, Arenaria lychnidea, Carex tristis, Cerastium cerastoides, C. multiflorum, C. polymorphum, Colpodium versicolor, Corydalis alpestris, C, conorhiza, Draba bryoides, D. siliquosa, D. supranivalis, Erigeron uniflorus, Gnaphalium supinum, Festuca supina, Lamium tomentosum, Luzula spicata, Minuartia aizoides, Minuartia inamoena , Myosotis alpestris, Poa alpina, Sedum involucratum, S. tenellum, Senecio taraxacifolius, Sibbaldia semiglabra, Taraxacum crepidiforme, T. porphyranthum, Thymus nummularius, Tripleurospermum caucasicum, T. subnivale, Trisetum spicatum, Viola minuta და სხვა. გავრცელებულია ასევე რამდენიმე ენდემური სახეობა: Alopecurus dasyanthus, Corydalis alpestric, Draba supranivalis, Nepeta supina, Scrophularia minuta, Senecio sosnowskyi, Veronica minuta, და Viola minuta.
9. მტკნარი წყლის ჰაბიტატები: მთების მასივებიდან გამოდინებული ნაკადულები და მდინარეები ხევების მეტად თავისებურ ლანდშაფტებს ქმნიან. ნაკადულების კალაპოტი ქვა-ღორღიანი, ხრეშიანია და დაბალი ორგანული შემადგენლობით ხასიათდება, რის გამოც ამ წყლებში მხოლოდ ისეთი თევზი ბინადრობს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში სწრაფ დინებასა და ცივ წყალს ეგუება, ასეთებია: მტკვრის წვერა (Barbus lacerta), კავკასიური ქაშაპი (Leuciscus cephalus), სწრაფულა ნაფოტა (Alburnoides bipunctatus), მდინარის/კალმახი (Salmo trutta). სხვა სახეობის მტკნარი წყლის ჰაბიტატები გვხვდება ძველი გამყინვარების შედეგად წარმოშობილ და შემდეგში წყლით ამოვსებულ ჩაღრმავებებში, სადაც ოლიგოტროპული ტბები ჩამოყალიბდა. მკაცრი კლიმატით განპირობებული ტბის დაბალი ორგანული შემადგენლობის შედარებით დაბალი დონის გამო ტბებში შეინიშნება რამდენიმე სახის მიკროორგანიზმი, თავკომბალები და უხერხემლო ცხოველები, გარდა თევზის