1. მენეჯმენტის გეგმა შეიქმნა Cambridge Conservation Initiative -ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენა“ – ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკო, Birdlife International-ისა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით. გეგმა მოამზადა ააიპ „საქართველოს დაცული ტერიტორიების მეგობართა ქსელის“ ეროვნული კონსულტანტების გუნდმა, ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით. გეგმის შედგენისას სრულად დაცულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის №110 ბრძანებაში განსაზღვრული პროცედურები.
2. მენეჯმენტის გეგმის შედგენის პროცესი შემდეგი ეტაპებისგან შედგებოდა:
ცხრილი 1: ჭაჭუნის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის შექმნის ეტაპები (2020 წ.)
№
თარიღი
აქტივობა
1
26 – 27 თებერვალი
სამუშაო შეხვედრა ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციაში (მენეჯმენტის გეგმის შექმნის პროცესის დაგეგმვა, მენეჯმენტის გეგმის შეთანხმება, ტრენინგის ჩატარება მენეჯმენტის გეგმის შექმნის მეთოდოლოგიის გასაცნობად), განხილულ იქნა მენეჯმენტის გეგმის I თავი და ჯგუფური სამუშაოს მეშვეობით განისაზღვრა ჭაჭუნის აღკვეთილის ძირითადი ფასეულობები.
2
28 მაისი
ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციაში ჩატარდა ონლაინ სამუშაო შეხვედრა ადგილობრივ სამუშაო ჯგუფთან, სადაც განხილულ იქნა მენეჯმენტის გეგმის II და III თავები, შემუშავდა გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები.
3
9-10 ივლისი
ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად შეიქმნა მენეჯმენტის გეგმის პროგრამების პირველი ნაწილი.
4
6 –7 აგვისტო
ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად შეიქმნა მენეჯმენტის გეგმის პროგრამების მეორე ნაწილი.
5
30 აგვისტო
მომზადდა მენეჯმენტის გეგმის პირველი სამუშაო ვერსია (გარდა ზონირებისა) და გადაეგზავნა სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ადმინისტრაციას განსახილველად.
6
20 ივნისი, 2022 წ
გაიმართა დოკუმენტის საჯარო განხილ