1. ჭაჭუნის აღკვეთილი მდებარეობს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით, დედოფლისწყაროს რაიონში, ზღვის დონიდან 250-500 მეტრზე. მისი ტერიტორია განლაგებულია ივრის ზეგანზე და მიუყვება მდინარე ივრის ორივე ნაპირს. ჭაჭუნის აღკვეთილი თბილისიდან დაშორებულია 170, ხოლო დედოფლისწყაროს მუნიციპალური ცენტრიდან დაახლოებით 50 კილომეტრით. ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით აღკვეთილს ესაზღვრება ზამთრის საძოვრები, სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, ასევე, ესაზღვრება საძოვრები და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიები. აღკვეთილი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. მისი სიგრძე – 70, ხოლო სიგანე – დაახლოებით 20 კილომეტრია.

2. ჭაჭუნის აღკვეთილის საერთო ფართობი შეადგენს – 5,032 ჰა-