1. ჭაჭუნის აღკვეთილი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებთან (ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ალაზნის ჭალის, ტახტი-თეფას და არწივის ხეობის ბუნების ძეგლები) ერთად ქმნის დაცული ტერიტორიების სისტემას საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ კი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (დანართი 1, 2). აგრეთვე, ის არის კახეთის რეგიონში მდებარე დაცული ტერიტორიების სისტემის ნაწილი ლაგოდეხის, ბაწარა-ბაბანეურის და თუშეთის დაცული ტერიტორიების სისტემებთან ერთად (დანართი 3).

2. აგრეთვე, UNESCO-ს „ადამიანი და ბიოსფეროს“ პროგრამის სამდივნომ, შენიშვნების გარეშე, დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი დოსიე „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის“ შექმნის საჭიროიებასთან დაკავშირებით, რომლის აღიარებაც (სტატუსის მინიჭება) განხორციელდა 2022 წლის ივნისში, რომლის ბუფერული ზონის ნაწილს წარმოადგენს ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაც (დანართი 17