1. მართვადი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:
ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;
ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;
გ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;
დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;
ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;
ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;
ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;
თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით, ვოლიერების მოწყობა;
ი) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტერიტორიაზე ავტომოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;
კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;
ლ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;
მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება;
ო) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;
პ) გზების მოვლა და ბილიკების მოვლა და მოწყობა;
ჟ) აჯამეთის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიშვება არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა. სანიტარიული და სპეციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ლიმიტირებული ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია. თიბვა, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვება და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.
2. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს აჯამეთის აღკვეთილის მთავარი მიზნის განხორციელებისათვის აუცილებელი ხელშემწყობი პირობები. სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი და ზეხმელი ხეები
,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 27.06.2012
მუხლი 7. აჯამეთის აღკვეთილის მართვადი დაცვის დაშვებული საქმიანობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 7. აჯამეთის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალული და დაშვებული საქმიანობა
- მუხლი 9. ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა
- მუხლი 7. ივრის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა, მათი ფართობი, საზღვრები და დაშვებული და აკრძალული საქმიანობა
- მუხლი 7. ჭაჭუნის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობა
- მუხლი 9. ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა
- მუხლი 38. ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. ალგეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 3. აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 4. აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
- მუხლი 5. აჯამეთის აღკვეთილის ზონები, მათი ფართობები და საზღვრები
- მუხლი 6. აჯამეთის აღკვეთილის სანაკრძალე ზონაში დაშვებული საქმიანობები
- მუხლი 1. ზოგადი დებულება
- მუხლი 3. გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
- მუხლი 4. გარდაბნის აღკვეთილის პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
- მუხლი 5. გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია და ზონირება
- მუხლი 6. გარდაბნის აღკვეთილის სანაკრძალ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ““, მუხლი 7, №729, 07.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.012.369 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80344/muxli-7-2/