1. ქობულეთის აღკვეთილის ფართობი შეადგენს 438,75 ჰექტარს.
2. ქობულეთის აღკვეთილის მდებარეობა განსაზღვრულია ,,კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტების „ბ“ ქვეპუნქტით.
3. ქობულეთის აღკვეთილში, ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები:
ა) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო გამოკვლევებისა;
ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) ეკოტურიზმი;
დ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;
ე) მონიტორინგის წარმოება;
ვ) საკადასტრო სამუშაოები;
ზ) საგანგებო მდგომარეობის და აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით ტრანსპორტით გადადგილება;
თ) აღკვეთილის დაცვის მიზნით აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება;
ი) ბუნებრივი რესურსების ლიმიტირებული გამოყენება - მეფუტკრეობა;
კ) ძოვება სფაგნუმიანი ტორფნარებით დაუფარავ ფართობებში ადმინისტრაციის მონიტორინგის ქვეშ;
ლ) ვიზიტორთა შესაბამის ბილიკებზე გადაადგილება;
მ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და სარგებლობა;
ნ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.
დანართი 11
ტექნიკური რეგლამენტი - ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წე