1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:

ა) ქობულეთის დაცული ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მათზე არსებული ბუნებრივი რესურსების    დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე საქართველოს   კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) ქობულეთის დაცული ტერიტორიების ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, დაცული ტერიტორიის ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა;

გ) ქობულეთის დაცული ტერიტორიების განსაკუთრებით სფაგნუმიანი ტორფნარების ეკოსისტემების შენარჩუნება და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი გარემოსთან ურთიერთშეხამებული ბუნებრივ კულტურული ლანდშაფტების დაცვა და აღდგენა;

დ) დაცულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ხარისხით ხელოვნურად სახეშეცვლილი ჭაობის ეკოსისტემის ბუნებრივ ან ბუნებრივთან მიახლოებულ მდგომარეობაში აღდგენა შესაბამისი დაცვის რეჟიმის განხორციელებით, ხელოვნური ღონისძიებების ჩატარების გარეშე დაცულ ტერიტორიებზე არსებული ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება და აღდგენა;

ე) დაცული ტერიტორიების დაცვა ბუნებრივი კატასტროფებისაგან;

ვ) ქობულეთის დაცული ტერიტორიების, როგორც საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის შემადგენელი ნაწილის, განვითარება;

ზ) ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი სახით შემორჩენილი სფაგნუმიან-ბალახოვანი ტორფნარების დაცვა და შენარჩუნება;

თ) დაცულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ხარისხით ხელოვნურად  სახეშეცვლილი ჭაობის ეკოსისტემის ბუნებრივ ან ბუნებრივთან მიახლოებულ მდგომარეობაში აღდგენა შესაბამისი დაცვის რეჟიმის განხორციელებით, ხელოვნური ღონისძიებების ჩატარების გარეშე;

ი) აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებული მეორადი ანთროპოგენული დაჭაობებული ტყე-ბუჩქნარების ადგილზე ბუნებრივი დაჭაობებული მურყნარების აღდგენა და დაცვა;

კ) დაცულ ტერიტორიებზე არსებული ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება და აღდგენა;

ლ) ბუნებრივი კატასტროფების (ხანძრები ტორფიან ჭაობებზე) შედეგების შერბილება;

მ) საზოგადოების ინფორმირება ქობულეთის დაცული ტერიტორიების, როგორც განსაკუთრებული ბუნებრივი მემკვიდრეობის, შესახებ;

ნ) ვიზიტორთა ნაკადების გარემოზე გავლენის შერბილება;

ო) დაინტერესებულ მხარეებთან საქმიანი ურთიერთობების განვითარება და ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება;

პ) საზოგადოების საგანმანათლებლო და მეცნიერული კვლევის პოტენციალის განვითარება.

2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად დაცული ტერიტორიების ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;

ბ) უზრუნველყოს ქობულეთის დაცული ტერიტორიების  ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი  განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, ტურისტული მარშრუტების დაგეგმვისას გათვალისწინებულ იქნეს ტერიტორიის ტევადობა;

დ) ქობულეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა, განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;

ე) უზრუნველყოს ქობულეთის დაცული ტერიტორიების ძირითადი მიზნით განსაზღვრული, სფაგნუმიანი ტორფნარების ეკოსისტემების შენარჩუნებ