აჯამეთის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა:

ა) არარამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგისა;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობისა;

გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა;

დ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელებისა;

ე) სამეცნიერო და საგანმათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილებისა;

ზ) დაცვის ღონისძიებებისა, გარდა ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებისა, როგორიც არის ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყეების ჩახერგილობისგან გაწმენდა;

თ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, საპატრულო/სახანძრო გზებზე და ბილიკებზე ცხენებითა და ავტომოტოტრანსპორტით გადაადგილებისა;

ი) დაცვის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოწყობისა;

კ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილების