1. საცხოვრებელ ზონებში მიწის ნაკვეთის და სხვა უძრავი ობიექტების სამშენებლო განვითარებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მინიმუმ ერთი ავტოსადგომი ერთ საცხოვრებელ ერთეულზე.
2.  საცხოვრებელი ზონების ცალკეულ ქვეზონებში სატრანსპორტო საშუალებების შენახვის რეკომენდირებული სახეობაა ავტოსადგომები რელიეფის გამოყენებით (მიწის ქვეშა ავტოსადგომები).
3.  სისტემურად მოწყობილ (ჩამოყალიბებულ) ავტოფარეხებს შორის დარჩენილი ცარიელი სივრცე შესაძლებელია შეივსოს მსუბუქი კონსტრუქციის დროებითი შენობა-ნაგებობით. დროებითი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის ვადა განისაზღვრება მაქსიმუმ სამი წლით, რომლის ამოწურვის შემდეგაც დროებითი შენობა-ნაგებობა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის პირველივე მოთხოვნისთანავე ექვემდებარება დემონტაჟს.
დანართი – 1

ქალაქთმშენებლობითი ზონების ტერიტორიების გამოყენების დაშვებული
სახეობების ჩამონათვალი
1.     საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1):
შესაძლებელია არსებობდეს მხოლოდ სასოფლო-სააგარაკო განაშენიანების ტერიტორიაზე;
ა)     ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:
–   ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა);
–   ბაღი;
–   სკვერი;
–   საოჯახო საბაღე და საბოსტნე მეურნეობა (არასამეწარმეო);
–   საოჯახო (დამხმარე, არასამეწარმეო) მეფრინველეობა-მეცხოველეობის სამეურნეო და ტექნიკური სამეურნეო ნაგებობა სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით (სოფლის დასახლებისათვის);
–   საბავშვო მოედანი;
–   საოჯახო ორანჟერეა და სათბური (არასამეწარმეო);
–   ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით (სოფლის დასახლებებისთვის);
–   საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება (სოფლის დასახლებებისთვის);
–   დაწყებითი სკოლა (სოფლის დასახლებებისთვის);
–   საშუალო სკოლა (სოფლის დასახლებებისთვის);
–   ღია საცურაო აუზი;
–   სპორტული მოედანი;
–   ამბულატორია (სოფლის დასახლებებისთვის);
–   აფთიაქი;
–   კლუბი (მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვის);
–   პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია;
–   საფოსტო განყოფილება და კავშირგაბმულობის განყოფილება;
–   ღია ავტოსადგომი, ცალკე მდგომი ჩაშენებული გარაჟი;
ოფისი და კანტორა (სოფლის დასახლებებისთვის).
ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:
– პარკი;
–   ბულვარი;
–   პოლიკლინიკა (სოფლის დასახლებებისთვის);
–   ბარი;
–   კაფე;
–   საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი;
– საცალო ვაჭრობისა და მომსახურების ჯიხურები და პავილიონი;
– ბანკის ფილიალი, განყოფილება;
–   პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილებები;
–   კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტები;
–   საერთო სარგებლობის ღია ავტოსადგომი;
– საკულტო შენობები და ნაგებობები.
საცხოვრებელი ზონა 2 (სზ-2):
განაშენიანების დომინირებული სახეობაა ერთბინიანი საცხოვრებელი სახლები.
ა)     ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:
–   ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა);
–   ბაღი;
–   სკვერი;
–   საოჯახო საბაღე და საბოსტნე მეურნეობა (არასამეწარმეო);
–   საბავშვო მოედანი;
–   საოჯახო ორანჟერეა და სათბური (არასამეწარმეო);
–   ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა;
–   ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;
–   საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება;
–   დაწყებითი სკოლა;
–   საშუალო სკოლა;
–   ღია საცურაო აუზი;
–   სპორტული მოედანი;
–   ამბულატორია;
–   აფთიაქი;
–   კლუბი (მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვის);
–   პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია;
–   საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილებები;
–   ღია ავტოსადგომი, ცალკე მდგომი ჩაშენებული გარაჟი.
ბ)     ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:
–   პარკი;
–   ბულვარი;
–   განაშენიანების დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი;
–   პოლიკლინიკა;
–   ბარი;
–   კაფე;
–   საყოფაცხოვრებო მოსახურეობის ობიექტი;
–   საცალო ვაჭრობისა და მომსახურების ჯიხურები, დროებითი პავილიონი;
–   ბანკის ფილიალი, განყოფილება;
–   პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება;
– კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი;
–   ოფისი და კანტორა;
–   საერთო სარგებლობის ღია ავტოსადგომი;
– საკულტო შენობები და ნაგებობები.
3. საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3):
დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები.
ა)     ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:
–   ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა);
–   განაშენიანების დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (არადომინირებული სახეობა);
–   ბაღი;
–   სკვერი;
–   საოჯახო საბაღე და საბოსტნე მეურნეობა (არასამეწარმეო);
–   საბავშვო მოედნები;
–   საოჯახო ორანჟერეა და სათბური (არასამეწარმეო);
–   ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა;
–   ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში, სამეზობლო თმენისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;
–   საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება;
–   დაწყებითი სკოლა;
–   საშუალო სკოლა;
–   ღია საცურაო აუზი;
–   სპორტული მოედანი;
–   ამბულატორია;
–   აფთიაქი;
–   კლუბი (მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვის);
–   პირველადი მომხმარების საქონლის მაღაზია;
–   საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილება;
–   ღია ავტოსადგომი, ცალკე მდგომი ჩაშენებული გარაჟი.
ბ)     ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:
–   პარკი;
–   ბულვარი;
–   პოლიკლინიკა;
–   ბარი;
–   კაფე;
–   საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი;
–   ჯიხურები, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მომსახურეობისათვის;
–   ბანკის ფილიალი, განყოფილება;
სასურსათო და საყოფაცხოვრებო საქონლის სავაჭრო ცენტრი;
ოფისი და კანტორა.
–   პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება;
–   კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი;
–   საერთო სარგებლობის ღია ავტოსადგომი;
–   საკულტო შენობები და ნაგებობები.
4. საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5):
საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები.
ა)     ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:
–   ინდივიდუალური და განაშენიანების საშუალო ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (დომინირებული სახეობა);
–   პარკი;
–   ბაღი;
–   სკვერი;
–   ბულვარი;
–   საბავშვო მოედანი;
–   ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში და ცალკე მდგომი, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ- ჰიგიენური ნორმების დაცვით;
–   საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება;
–   დაწყებითი სკოლა;
–   საშუალო სკოლა;
–   პოლიკლინიკა;
–   ამბულატორია;
–   აფთიაქი;
–   სპორტული დარბაზი;
–   ღია საცურაო აუზი;
–   სპორტული მოედანი;
–   კლუბი (მრავალფუნქციური დარბაზით შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვის);
–   კინოთეატრი;
–   საინფორმაციო ცენტრი;
–   საგამოფენო დარბაზი;
–   პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია;
–   სამრეწველო საქონლის მაღაზია;
–   სასურსათო მაღაზია;
–   უნივერსალური მაღაზია;
–   ბარი;
–   კაფე;
–   სწრაფი კვების ობიექტი;
–   საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი;
–   საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილება;
–   ბანკის ფილიალი, განყოფილება;
–   იურიდიული კონსულტაცია;
– სანოტარო კანტორა;
–   ღია ავტოსადგომი, ცალკე მდგომი და ჩაშენებული გარაჟი;
–   საერთო სარგებლობის ღია და დახურული ავტოსადგომი;
–   კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი.
–   ოფისი და კანტორა.
ბ)     ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:
–   საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება;
–   ინდივიდუალური სამეურნეო და ტექნიკური დამხმარე ნაგებობა;
–   მოხუცთა, ბავშვთა და სხვათა ინტერნატი;
–   საავადმყოფო;
–   საცურაო აუზი;
–   თეატრი;
–   საქალაქო ბიბლიოთეკა;
–   არქივი;
–   მუზეუმი;
–   საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა;
–   რესტორანი;
–   კიოსკი, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის;
–   ბანკი;
–   მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია;
–   სასამართლო;
–   პოლიციისა და არასაუწყები დაცვის განყოფილება;
–   სახანძრო დეპო;
–   სასტუმრო;
–   საზოგადოებრივი ტუალეტი;
–   ავტოგასამართი სადგური;
– საკულტო შენობები და ნაგებობები.
5.     საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6):

მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები.
ა)     ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:
–   განაშენიანების საშუალო და მაღალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები (დომინირებული სახეობა);
–   პარკი;
–   ბაღი;
–   სკვერი;
–   ბულვარი;
– საბავშვო მოედანი;
– ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში და ცალკე მდგომი, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ ჰიგიენური ნორმების დაცვით;
–   საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება;
–   დაწყებითი სკოლა;
–   საშუალო სკოლა;
–   საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება;
–   პოლიკლინიკა;
–   ამბულატორია;
–   აფთიაქი;
–   სპორტული დარბაზი;
–   საცურაო აუზი;
–   სპორტული მოედანი;
–   კლუბი;
–   კინოთეატრი;
–   საქალაქო ბიბლიოთეკა;
–   საინფორმაციო ცენტრი;
–   საგამოფენო დარბაზი;
–   პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია;
–   სამრეწველო საქონლის მაღაზია;
–   სასურსათო მაღაზია;
–   უნივერსალური მაღაზია;
–   ბარი;
–   კაფე;
–   სწრაფი კვების ობიექტი;
–   საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი;
–   ოფისი და კანტორა;
–   საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილება;
–   ბანკების ფილიალი, განყოფილება;
–   იურიდიული კონსულტაცია;
–   სანოტარო კანტორა;
–   ღია ავტოსადგომი და ჩაშენებული გარაჟი;
–   საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები.
ბ)     ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:
–   მოხუცთა, ბავშვთა და სხვათა ინტერნატი;
–   საავადმყოფო;
–   უმაღლესი სასწავლებელი;
–   სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური;
–   თეატრი;
–   არქივი;
–   მუზეუმი;
–   საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა;
–   რესტორანი;
–   კიოსკი, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის;
–   ბანკი;
–   მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია;
ოფისი და კანტორა;
–   სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაცია;
სასამართლო;
–   პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება;
–   სახანძრო დეპო;
–   სასტუმრო;
–   საზოგადოებრივი ტუალეტი;
–   ავტოგასამართი სადგური;
–   კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტები.
საკულტო შენობები და ნაგებობები.
6.     საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1):
საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, მათ შორის კარკასი განაშენიანების დომინირებული სახეობის გარეშე (შერეული ზონა);
ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:
–   მრავალფუნქციური შენობა (რომელშიც დომინირებულად არ არის გამოყოფილი რომელიმე ფუნქციური სახეობა);
–   განაშენიანების საშუალო და მაღალი ინტენსიურობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები;
–   პარკი;
–   ბაღი;
–   სკვერი;
–   ბულვარი;
–   საბავშვო მოედანი;
–   საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება;
–   დაწყებითი სკოლა;
–   საშუალო სკოლა;
–   საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება;
–   უმაღლესი სასწავლებელი;
–   პოლიკლინიკა;
–   ამბულატორია;
–   აფთიაქი;
–   სპორტული დარბაზი;
–   საცურაო აუზი;
–   კლუბი;
–   კინოთეატრი;
–   თეატრი;
–   საქალაქო ბიბლიოთეკა;
–   არქივი;
–   საინფორმაციო ცენტრი;
–   მუზეუმი;
–   საგამოფენო დარბაზი;
–   საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა;
–   სამრეწველო საქონლის მაღაზია;
–   სასურსათო მაღაზია;
უნივერსალური მაღაზია და სავაჭრი ცენტრი;
ბარი;
–   კაფე;
–   რესტორანი;
–   სწრაფი კვების ობიექტი;
–   საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი;
–   საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილებები;
–   ბანკის ფილიალი, განყოფილება;
–   ბანკი;
–   მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია;
–   ოფისი და კანტორა;
–   სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაცია;
–   სასამართლო;
–   იურიდიული კონსულტაცია;
–   სანოტარო კანტორა;
–   სასტუმრო;
–   ღია ავტოსადგომი და ჩაშენებული გარაჟი.
ბ)     ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:
–   საავადმყოფო;
–   სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური;
–   ღია საცურაო აუზი;
–   სპორტული მოედანი;
–   საკონცერტო დარბაზი;
–   უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზი;
–   კაზინო და სხვა აზარტული თამაშების ობიექტი;
–   სავაჭრო ცენტრი;
–   კიოსკი, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის;
–   პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება;
–   სახანძრო დეპო;
–   საზოგადოებრივი ტუალეტი;
–   რკინიგზის სადგური;
–   ავტოსადგური;
–   აეროსადგური;
–   ავტოგასამართი სადგური;
–   კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტები.
საკულტო შენობები და ნაგებობები.
7.     საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2):
განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, მათ შორის კარკასი სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით;
ა)     ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:
–   მრავალფუნქციური შენობა (დომინირებული სახეობა);
–   განაშენიანების საშუალო და მაღალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (არადომინირებული სახეობა);
პარკი;
–   ბაღი;
–   სკვერი;
–   ბულვარი;
–   აფთიაქი;
–   კლუბი;
–   კინოთეატრი;
–   თეატრი;
–   საკონცერტო დარბაზი;
–   უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზი;
–   საქალაქო ბიბლიოთეკა;
–   არქივი;
–   საინფორმაციო ცენტრი;
–   მუზეუმი;
–   საგამოფენო დარბაზი;
–   საცეკვაო დარბაზი-დისკოთეკა;
–   უნივერსალური მაღაზია;
სავაჭრო ცენტრი;
–   ბარი;
–   კაფე;
–   რესტორანი;
–   სწრაფი კვების ობიექტი;
–   საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი;
–   საფოსტო და კავშირგაბმულობის ობიექტი;
–   ბანკის ფილიალი, განყოფილება;
–   ბანკი;
–   მართვის დაწესებულება და ორგანიზაცია;
–   ოფისი და კანტორა;
–   სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციები;
–   სასამართლო;
–   იურიდიული კონსულტაცია;
–   სანოტარო კანტორა;
–   სასტუმრო;
–   ჩაშენებული საზოგადოებრივი ტუალეტი;
–   ღია ავტოსადგომი და ჩაშენებული გარაჟი;
–   საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები.
ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:
–   დაწყებითი სკოლა;
–   საშუალო სკოლა;
–   საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება;
–   უმაღლესი სასწავლებელი;
–   პოლიკლინიკა;
–   კაზინო და სხვა აზარტული თამაშების ობიექტი;
–   კიოსკი, დროებითი პავილიონი, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის;
–   პოლიციისა და არასაუწყებო დაცვის განყოფილება;
აეროსადგური;
–   ავტოგასამართი სადგური საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომის კომპლექსში;
–   კომუნალური და საინჟინრო ტექნიკური ობიექტი;
საკულტო შენობები და ნაგებობები.
8. სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას.
ა)     ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:
–   პარკი;
–   ბაღი;
–   სკვერი;
–   ბულვარი;
–   დეკორატიული გაფორმების ობიექტი;
–   მცირე არქიტექტურული ფორმები: საპარკო პავილიონი, როტონდა, ფანჩატური, პერგოლა, ურნა, ტრელაჟი, საბავშვო მოედანი, შადრევანი, დეკორატიული აუზი, წყლის სასმელი შადრევანი, კასკადი, არხი, ღია კიბე და პანდუსი, საყრდენი კედელი და სხვ;
–   სკულპტურულ-არქიტექტურული მონუმენტი;
–   სპორტული მოედანი;
–   პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი;
–   სავაჭრო კიოსკი, სავაჭრო და საგამოფენო პავილიონი;
–   ატრაქციონი;
–   საწყალოსნო ობიექტი (ნავმისადგომი, ელინგი);
–   საზოგადოებრივი ტუალეტი.
ბ)     ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:
–   სამაყურებლო ობიექტი (ესტრადა, ამფითეატრი, საგამოფენო დარბაზი, ღია და გადახურული კინოთეატრი);
–   სპორტულ-ფიზკულტურული ნაგებობა (სტადიონი, სათამაშო მოედანი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზები);
–   სათამაშო ავტომატების დარბაზი, საბილიარდო, კაზინო და ა.შ.;
–   ზოოპარკი;
–   კაფე, რესტორანი;
–   სასკოლო და სკოლამდელი ასაკის საბავშვო სპეციალიზირებული დაწესებულებები;
–   სამეურნეო ობიექტი და მისი ფუნქციონერებისთვის განკუთვნილი ადმინისტრაციული შენობა, საყოფაცხოვრებო სათავსები, სახელოსნოები, გარაჟები და საწყობები).
–   საკულტო შენობები და ნაგებობები.
–   ღია მიწისქვეშა ავტოსადგომები.
სარეკრეაციო ზონა-3 (რზ-3) წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან მის გარეთ და სადაც დასაშვებია დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება.
ა)     ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:
–   პარკი;
–   ბაღი;
–   სკვერი;
–   ბულვარი;
–   მცირე არქიტექტურული ფორმები: საპარკო პავილიონი, როტონდა, ფანჩატური, პერგოლა, ურნა, ტრელაჟი, საბავშვო მოედანი, შედრევანი, დეკორატიული აუზი, წყლის სასმელი შადრევანი, კასკადი, არხი, ღია კიბე და პანდუსი, საყრდენი კედელი და სხვა;
–   სკულპტურულ-არქიტექტურული მონუმენტი;
–   სპორტული მოედანი;
–   პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი;
–   სავაჭრო ჯიხურები, სავაჭრო და საგამოფენო პავილიონი;
–   საწყალოსნო ობიექტი (ნავმისადგომი, ელინგი);
–   დასასვენებელი სახლი;
დასვენების ბანაკი და ბაზა;
–   სასკოლო და სკოლამდელი ასაკის საბავშვო სპეციალიზირებული დაწესებულებები;
–   დასვენების ბანაკი და ბაზა;
სანატორიუმი;
–   სასტუმრო;
–   საზოგადოებრივი ტუალეტი;
ბ)     ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას:
–   სამაყურებლო ობიექტი (ესტრადა, ამფითეატრი, საგამოფენო დარბაზი, კინოთეატრი);
–   მოხუცთა, ბავშვთა და სხვათა ინტერნატი;
–   საავადმყოფო;
–   პოლიკლინიკა;
–   ამბულატორია;
–   სპორტულ-ფიზკულტურული ნაგებობა (საწვრთნელი ბაზა, სპორტული მოედანი, სტადიონი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზები);
–   ატრაქციონი;
–   კაფე, რესტორანი;
–   სამეურნეო ობიექტი და მისი ფუნქციონერებისთვის განკუთვნილი
–   ადმინისტრაციული შენობა, საყოფაცხოვრებო სათავსები, სახელოსნოები, გარაჟები და საწყობები;
–   საკულტო შენობები და ნაგებობები