1.  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების საფუძველია კანონმდებლობა, მათ შორის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალება.
2. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მოიცავს:
ა) ტექსტურ ნაწილს;
ბ) ზონირების ნაწილს - ზონირების ზოგად რუკას;
გ) საინჟინრო ნაწილს;
დ) თემატურ ნაწილს.
3. ტექსტური ნაწილი მოიცავს:
ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის აღწერას;
ბ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განმარტებით ბარათს;
გ)  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ეფექტიანობის (ხეირიანობის) შეფასებას.
დ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელების ეტაპებს და რიგითობას.
4. ზონირების ნაწილი წარმოადგენს საპროექტო ტერიტორიის მიწათსარგებლობის ზოგად უფლებრივ ზონირებას, რომელიც მოიცავს:
ა)  მიწათსარგებლობის ინტენსივობის ზოგად სარეკომენდაციო მონაცემებს;
ბ)ტერიტორიის განთავსებას არსებულ ქალაქთმშენებლობით კონტექსტში, საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხაზებს.
5. საინჟინრო ნაწილი, დაგეგმარებითი დავალებიდან გამომდინარე შესაძლებელია მოიცავდეს:
ა)  საპროექტო ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და საყოფაცხოვრებო წყალარინების ძირითადი ქსელების რუკას;
ბ) საპროექტო ტერიტორიაზე ელექტრომომარაგების ძირითადი ქსელის რუკას;
გ) საპროექტო ტერიტორიაზე ბუნებრივი აირით მომარაგების ძირითადი ქსელის რუკას;
დ) საპროექტო ტერიტორიაზე სანიაღვრე წყალარინების ძირითადი ქსელის რუკას;
ე) საპროექტო ტერიტორიაზე ძირითადი გზების და ქუჩების ქსელის რუკას.
6. თემატური ნაწილი, გეგმარებითი დავალებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოიცავდეს ტურიზმის განვითარების სისტემას, დაცული ტერიტორიების სისტემას, კულტურული მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების სისტემას, მომსახურების ცენტრების სისტემას და სხვა თემატურ საკითხებს.
7.  ქალაქ რუსთავის ქალაქგანვითარების მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ცალკეული ტერიტორიების დაზუსტება ან კორექტირება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთებისათვის სხვაგვარად შეუძლებელია გამოყენებისა და განაშენიანების რეგლამენტების დადგენა, აგრეთვე სხვა, ამ წესებით გათვალისწინებულ, შემთხვევებში