1. 2008-2011 წლებში აშენებულია 136 კმ გაზსადენის ქსელები, რომელთა ღირებულებამ 14,2 მლნ ლარი შეადგინა.
მიმდინარეობს 112 კმ გაზსადენის ქსელის მშნებლობა – ღირებულებით 8,8 მლნ ლარი.
2008 წლიდან დღემდე, ქსელში ჩართული აბონენტების რაოდენობა 13 100-ს შეადგენს.
საყოფაცხოვრებო მომხმარებელი – 12 492, არასაყოფაცხოვრებო – 608 მომხმარებელი.
2. საჭიროა ქალაქს გააჩნდეს ბუნებრივი გაზის სარეზერვო მიწისქვეშა საცავი, სულ ცოტა ერთი კვირის მარაგით.
სპეციალური პირობები:
ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრებისა და მასში მოქცეული დასახლებული პუნქტების სტატუსის გადახედვა და კორექტირება შესაბამისი კომპეტენტური კვლევების საფუძველზე.
ქ. ბათუმის საზღვრებში არსებული სოფლის ტიპის დასახლებებისთვის სტატუსის დადგენა.
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლება-დამუშავება და შეთანხმება/დამტკიცება. საკადასტრო გეოინფორმაციული ბაზის შექმნა.
რეკრეაციული სივრცეების დაცვის მიზნით ყველა გამწვანებული ტერიტორიის აღრიცხვა და მათთვის დაცვის რეჟიმების დადგენა.
რეკრეაციული სივრცეების დეფიციტის აღმოსაფხვრელად ქალაქის ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რეკრეაციული პოტენციალის მქონე ტერიტორიების გამოვლენა და მათთვის დაცვის რეჟიმების დადგენა შემდგომში რეკრეაციული ფუნქციებით განსავითარებლად.
ქალაქის არსებული ეკოლოგიური სიტუაციის ანალიზი.
სანაპირო ზოლის მორეცხვის აღკვეთის მიზნით შესაბამისი კვლევების ჩატარება და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება.
ზღვის დაბინძურების გამომწვევი მიზეზების მოკვლევა და აღმოფხვრა.
ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის შემუშავება და კონკრეტული ადგილისთვის გზშ-ს დამუშავება.
ჰაერის დაბინძურების გამომწვევი მიზეზების მოკვლევა და აღმოფხვრა.
ნავთობტერმინალის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება და დაბინძურების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა.
საგზაო ინფრასტუქტურის სრული რეაბილიტაცია.
გამწმენდ ნაგებობებში კანალიზაციის ქსელი სრულად ჩართვა და სანიაღვრე სისტემის გაწმენდა/რეაბილიტაცია.
გარემოზე უარყოფითი გავლენის აღმოსაფხვრელად ქალაქის სრულად უზრუნველყოფა წყალმომარაგების, კანალიზაციის და სანიაღვრე სისტემებით.
ქალაქის საკურორტო სტატუსის შესაბამისი რეგულაციების მომზადება.
საკურორტო და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის შექმნა.
თვითმმართველობის კონტოლის გაზრდა ქალაქის პორტის, ნავსადგურის საქმიანობაზე სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნების მაქსიმალურად ათვისების მიზნით.
ეკოლოგიური სამსახურის შექმნა, ქმედითი ფუნქციებით აღჭურვა და ძლიერი ბერკეტებით უზრუნველყოფა.
ოპტიმალური სტრატეგიის შემუშავება ზღვის პროდუქტების მოპოვებასა და შენახვაზე; კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინება.
ქალაქის ტრადიციული გეგმარებითი სტრუქტურის და „ძველი განაშენიანების” ისტორიული მასშტაბის შენარჩუნება და დაცვა საკანონმდებლო დონეზე /წარდგენა კულტურის სამინისტროში.
ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა; „ძველი ბათუმის“ დაცვისა და რეგულირების ზონების დამტკიცება.
ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობის ორგანიზაციის გაუმჯობესება და პარკინგებით უზრუნველყოფა.
ტრანზიტული მოძრაობის ქალაქიდან გატანა. ტრანზიტული დერეფნის არსებულ არეალში დაბინძურების და ხმაურის დონის შესამცირებელი ღონისძიებების გატარება.
„ძველ ბათუმში“ ეკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრეთვე შემთხვევითი სატრანსპორტო ნაკადების აცილების უზრუნველყოფისთვის სატრანსპორტო მოძრაობის რეორგანიზაციის სქემის დამუშავება და დამტკიცება.
ქალაქის განვითარების უფლებრივი ზონირების შერჩეული ვარიანტის საყოველთაო განხილვა, მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა და თვითმმართველობის მიერ ზონირების რუკის დამტკიცება.
ქალაქის ფარგლებში არსებული ტერიტორიების განაშენიანებისა და რეკონსტრუქციისთვის უფლებივი ზონირების ისეთი ვარიანტის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც „ზღვის ფასადის“ და „მეხუთე ფასადის“, ისე კვარტალური განაშენიანების სივრცით-მოცულობითი გადაწყვეტის მხატვრული იერსახის ჩამოყალიბებას.
ქალაქის მაღალი პოტენციალის საზღვაო კარიბჭედ დამკვიდრების მისაღწევად რეგიონული დონის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული საპროგრამო დოკუმენტის შემუშავება და დამტკიცება.
ზღვისპირა ინფრასტრუქტურის /სამგზავრო-სასეირნო ნავმისადგომი, დასასვენებელი, საპლაჟო ინფრასტრუქტურა/სარეაბილიტაციო გეგმის შემუშავება და ეტაპობრივი განხორციელება.
გამანაწილებელი ტურისტული ცენტრის ფუნქციის მოსაპოვებლად სტრატეგიის შემუშავება, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების განთავსების ზონის დადგენა და შესაბამისი სარეალიზაციო პროექტების დამუშავების უზრუნველყოფა.
ქ. ბათუმის საზღვრებში არსებული სოფლის ტიპის დასახლებებისთვის სტატუსის დადგენის შემდგომ მათი განვითარების სტრატეგიის შემუშავება.
ისტორიული ნაწილისა და სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმების დამუშავება.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა, მათი პოპულარიზაცია და ჩართვა ტურისტულ ინდუსტრიაში.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდელირება პროფილირებულ პროგრამაში და სიმულაციის მეთოდით გადაწყვეტილებების მიღება.
ეკო-ტურიზმის განვითარების რეგიონული დონის სტრატეგიის შემუშავება.
არდაგანის ტბის კონსერვაცია /გაწმენდა, ფეკალური წყლების აცილება/
საზოგადოებრივი დანიშნულების გამწვანებული ტერიტორიების დაბალანსების მიზნით შერჩეულ ტერიტორიებზე შესაბამისი დენდროპროექტებით სკვერების, პარკების გაშენება.
სამანქანო მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შემცირების ღონისძიებების შემუშავება.
ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული სტიქიური მოვლენების რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა.
საზღვაო სამგზავრო ტრანსპორტის განვითარებისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავება.
მშენებლობაში თბოდანაკარგების შემზღუდავი მასალების გამოყენება.
ქალაქიდან ტრანზიტული მოძრაობის გადატანის მონიშნულ არეალებში ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის სამუშაოების.
საქმიანობის სხვადასხვა სფეროში არსებული საკადრო დეფიციტის ან სიჭარბის შეფასება. ასეთი კვლევა ხელს შეუწყობს დასაქმების მაჩვენებლის გაზრდას.
კვლევების საფუძველზე სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსების მშენებლობისთვის ტერიტორიების დარეზერვება.სპორტის სახეობების მიხედვით მათი ინფრასტრუქტურული და სოციალური უზრუნველყოფის კვლევა. პრიორიტეტულობის მიხედვით სპორტული შენობა-ნაგებობების მშენებლობა.
გადამზადების პროგრამების ჩატარება, განსაკუთრებით ბიზნეს უნარ-ჩვევებში.
ქ. ბათუმის საზღვრებში არსებული სოფლის ტიპის დასახლებებისთვის სტატუსის დადგენის შემდგომ, მათი განვითარების სტრატეგიის შემუშავება სასოფლო-სამეურნეო ფუნქციის გაძლიერებით.
ტურისტული გამანაწილებელი ფუნქციის რეალიზება. მსხვილი, მულტისეზონური შემეცნებით-გასართობი ცენტრის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალაქისთვის აქტიური პერიოდის გახანგრძლივებას.
კულტურულ-რეკრეაციული ობიექტების აღრიცხვა, აღდგენა/რეაბილიტაცია და პოპულარიზაციის სტრატეგიის დამუშავება.
მიმდინარე ეტაპზე განვითარება შეზღუდული უნდა იქნეს რიგ ქუჩებზე და უბნებზე ჩარჩოგეგმის დამუშავებამდე, გარკვეული პირობებით გრგ-ს დამუშავებამდე და შეთანხმებამდე:
1. თბილისის მოედნიდან შავშეთის, გოგებაშვილის, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩებს შორის არსებულ ბარაკულ განაშენიანებაზე უნდა დამუშავდეს ჩარჩო გეგმა, რის შემდეგ მართებულია ამ ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით 8ჰა-ს შეადგენს, გაიცეს მშენებლობის ნებართვა.
2. ტერიტორიაზე, რამელიც მდებარეობს ჭავჭავაძე, პუშკინი, ბერიძე, იმედაშვილი, ფალავანდიშვილის შორის, ჩარჩოგეგმის ფარგლებში უნდა დამუშავდეს როგორც სატრანსპორტო ქსელის მოწესრიგება, აგრეთვე ავტოსადგომების პრობლემა.
3. ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთის ფართობით დაახლოებით 1,4ჰა, ვინაიდან მას გააჩნია ერთი მფლობელი, აუცილებელია დამუშავდეს გრგ (განაშენიანების რეგულირების გეგმა).
4. მნიშვნელოვანია მთის ძირის ქუჩასა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩას შორის ტერიტორიაზე, საერთო ფართით 14 ჰა (ამჟამად ტერიტორიას მინიჭებული აქვს სსზ2 და რზ.), დასადგენია ზონების გამიჯვნა.
5. გენერალ აბაშიძის, ლეონიძის და გაგარინის ქუჩებს შორის დასამუშავებელია ჩარჩოგეგმა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ქალაქ ბათუმის ზონირების რუკით დადგენილია სამრეწველო, სატრანსპორტო ზონა 2 და საცხოვრებელი ზონა 5, ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 8ჰა. აღნიშნულ ტერიტორიაზე დიდი ხანია არ ფუნქციონირებს საწარმო და დაგეგმილია სპორტული კომპლექსების მშენებლობა, შესაბამისად, უნდა გასწორდეს ზონები.
6. გენერალ აბაშიძის, ლეონიძის, აღმაშენებელის და ბაგრატიონის ქუჩებს შორის (ტერიტორიის ფართია 36ჰა), მომატებულია ინვესტორების მხრიდან დაინტერესება. ცალკეულ მიწის ნაკვეთებზე არ უნდა გაიცეს ნებართვები ჩარჩოგეგმის დამუშავების გარეშე, ტერიტორიას მინიჭებული აქვს სამი სხვადასხვა ზონა.
7. ლეჰ და მარია კაჩინსკის, გრიგოლ ელიავასა და აეროპორტის გზატკეცილს შორის (ტერიტორიის ფართია 34ჰა), რომელსაც გააჩნია დიდი ურბანული პოტენციალი, განსაკუთრებით ახალი ბულვარის მხარეს, სადაც ინტესიურად მიდის ახალი მშენებლობა. აღნიშნული ტერიტორიები მოითხოვს ჩარჩოგეგმის ფარგლებში კომპლექსურ გადაწყვეტას, სატრანსპორტო კვანძების დამუშავებას ახალი, როგორც განივი, ასევე გრძივი მიმართულების სატრანსპორტო მაგისტრალების ერთობლივ გააზრებულ გეგმარებას.
8. ჭოროხის ხიდიდან გონიო-სარფის მიმართულებით საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ 100 მეტრის რადიუსში შესრულდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილება N—(---) რომელიც ზღუდავს კაპიტალური ნაგებობების მშენებლობას. აღნიშნული შეზღუდვა ძალაშია, სანამდე არ დამტკიცდება აღნიშნულ მონაკვეთზე როგორ გაივლის ჩქაროსნული საავტომობილო მაგისტრალი. მოგეხსენებათ ეს მონაკვეთი უშვალოდ მდებარეეობს საქართველო-თურქეთის საზღვარზე და ძალიან მნიშნელოვანია მოხდეს ამ მონაკვეთის შეუფერხებლად დაფარვა.აგრეთვე ამავე დადგენილებით შესასრულებელია ზღვის ზოლში ნაპირ დაცვის დებულებები, რომელიც აგრეთვე ითვალისწინებს ამ ზოლში ყველა სახის კაპიტალური ნაგებობების მშენებლობას.
შენიშვნე