1. გადასახედია აეროპორტსა და ახლად გაყვანილ გზას შორის არსებული ტერიტორიის ზონირების საკითხი. მინიჭებული აქვს „რზ“ – რეკრეაციული ზონის სტატუსი. რეალურად აქ არსებობს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები. შენობათა სიმაღლე ისედაც იზღუდება აერონაოსნობის მოთხოვნების გამო. ამასთან, მოსახლეობას ზოგჯერ ესაჭიროება სახლის რეკონსტრუქცია, ზონის სტატუსის გამო კი იზღუდება ვინაიდან კანონმდებლობით იზრდება ამ შენობების შეუსაბამისობის ხარისხი.
2. ბათუმს შემოუერთდა ტერიტორიები, რომლის ნაწილს აქვს მინიჭებული სტატუსი – სასოფლო ზონა. მოგეხსენებათ სასოფლო ზონა შეზღუდულია მშენებლობათა დასაშვები სახეობების მრავალფეროვნებისაგან. მაგალითად სოფელი მახინჯაურის უდიდეს ნაწილს მინიჭებული აქვს დასახელებული ზონის სტატუსი. პარადოქსია, მაგრამ სანამ ეს მიწები ხელვაჩაურის რაიონის შემადგენლობაში იყო, მათზე შეიძლებოდა სასტუმროების და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობა და ქალაქში შესვლის შემდეგ კი მხოლოდ საცხოვრებელი სახლების მშენებლობებია შესაძლებელი. ამ დროს ამ ტერიტორიებიდან იშლება ზღვის ხედები და შესაბამისად საოჯახო სასტუმროებისა და სხვა საინტერესო შენობების აშენება შეიძლება. ანუ თუა ქალაქი, სოფლის ზონის არსებობა კონტრასტს ქმნის. უნდა მიეცეს რომელიმე ზონა კოეფიციენტებით.
3. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე კანონმდებლობით დასაშვებია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი შენობა-ნაგებობების მშენებლობა. კანონმდებლობით არაა განსაზღვრული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის განსაზღვრის კრიტერიუმები. ამიტომ მშენებლობის ნებართვის გაცემისას ნებართვის გამცემ ორგანოს უჭირს, თუ როგორ განსაზღვროს შენობის დანიშნულება. ზოგჯერ ხდება უარის თქმა თუნდაც იმიტომ, რომ შენობის გაბარიტები დიდია, ან მაგალითად აქვს სართულზე რამოდენიმე საპირფარეშო და ეს ხდება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი. მითითება კი ასეთია, გადაყვანილი იქნას მიწა არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთად. თუ ნებართვის მაძიებელი ითხოვს ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლის მშენებლობის ნებართვას, უნდა მიეცეს იგი შენობის გაბარიტული ზომების მიუხედავად. სახლის აშენების შემდგომ, თუ მესაკუთრე შეუცვლის მას სტატუსს და გამოიყენებს კომერციული მიზნებისათვის, ვფიქრობ ეს მისასალმებელიც იქნება, ვინაიდან იგი დაიბეგრება შესაბამისი საქმიანობის გამო და სახელმწიფო ხაზინაც შეივსება.
4. კანონმდებლობით უკანა ეზოს მხარეს თუ მომიჯნავე მიწის მეპატრონეს აშენებული აქვს მიჯნის ზონაში შენობა, ასევე ნებართვის მაძიებელსაც ეძლევა შესაძლებლობა დაარღვიოს უკანა ეზოს პრინციპი და მიჯნის ზონაში ააშენოს ნაგებობა. ხშირ შემთხვევაში ადრე აშენებული ასეთი შენობა ხანდაზმულობის გამო დასანგრევი ხდება და იზრდება აგრეთვე შეუსაბამობის ხარისხი.
5. ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე გრუნტების ფიზიკო–მექანიკური თვისებები ძალიან განსხვავებულია. ანუ არაერთგვაროვანია. ზოგ ტერიტორიებზე თუ საძირკვლისთვის გამოსაყენებელი გრუნტები მიწის ზედაპირიდან 1,2–2,2 მეტრის ქვემოთ იწყება, სადაც საანგარიშო წინაღობა დაახლოებით R0=1,8–2,0 მეგაპასკალს, ზოგან კი ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალია და R0=5,0 მეგაპასკალს, არის ტერიტორიების ძალიან დიდი ნაწილი, სადაც იგივე მაჩვენებელი ნაკლებია 1,0 და ითვლება არანორმატიულ გრუნტებად. აქ მმყარ გრუბნტებამდე მანძილი მიწის ზედაპირიდან იცვლება 18–22 მეტრ სიღრმემდე და მოითხოვს ხიმინჯების გამოყენებას. გამომდინარე აქედან გვაქვს ტერიტორიები, სადაც მაღალი კ2 კოეფიციენტის მიუხედავად ვერ ხერხდება მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, ხოლო იგივე მაღალი სიმტკიცის მქონე გრუნტების მქონე ტერიტორიებზე კი კ2 დაბალია და ხდება მოთხოვნა მის მომატებაზე. ამიტომ ქალაქის ზოგიერთ ნაწილში (მაგალითად კობალაძის ქუჩაზე, ტბელ აბუსერიძის კვეთასთან) თავი მოიყარა მრავალსართულიანმა შენობებმა. სადაც სიმჭიდროვე მრავალჯერ არის გადამეტებული, განსაზღვრელია სავალდებულო ლურჯი ხაზები და დასადგენია მიმდებარე ქუჩების შენობების მაქსიმალური სიმაღლეები.
6. სახანძრო და სამაშველო სამსახურები და მათი მომსახურების არეალიც გადასახედია, ვინაიდან
დღესდღეობით ვერ ფარავს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს,სამომავლოდ რეკომენდებულია დაემატოს მინიმუმ 3 მომსახურების პუნქტი ხახულის ქუჩაზე, 26 მაისის ქუჩაზე, თამარის დასახლება, ტბეთის ქუჩა.
7. კერძო და საჯარო სკოლები და მათი მომსახურების არეალები. ანალიზიდან გამომდინარე ბათუმის ახალ შემოერთებულ ტერიტორიებს 450-მეტრიან არეალში ჩანს, რომ ვერ აკმაყოფილებს ნორმით დადგენილ პარამეტრებს. გასაანალიზებელია მოზარდთა რიცხვი ამ რაიონებში და შესარჩევია სკოლებისა და ბაღების ოპტიმალური ადგილებ