1. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო შედგება 13 წევრისგან.
2. სამეცნიერო საბჭო:
ა) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ღია კონკურსის წესით ირჩევს ინსტიტუტის დირექტორს;
ბ) ინსტიტუტის დირექტორის წარდგინებით ისმენს ანგარიშს ინსტიტუტის ბიუჯეტის შესრულებაზე;
გ) უფლებამოსილია კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით ხელშეკრულება შეუწყვიტოს ინსტიტუტის დირექტორს;
დ) სამეცნიერო კვლევაში ჩაურევლად განიხილავს და განსაზღვრავს ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და უზრუნველყოფს ამ მიმართულებათა სწორად განხორციელებას;
ე) ღია კონკურსის საფუძველზე ფარული კენჭისყრით ირჩევს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი;
ვ) ითანხმებს დირექტორის მიერ შემუშავებულ ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს;
ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს;
თ) ითანხმებს ინსტიტუტის დირექტორის მიერ შემუშავებულ წესდების ცვლილებებისა ან/და დამატებების პროექტს;
ი) მოისმენს და განიხილავს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ სამეცნიერო საკითხებს, თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებებს;
კ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას განსახილველად წარუდგენს ინსტიტუტის საქმიანობის წლიურ სამეცნიერო ანგარიშს;
ლ) განიხილავს სხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებს;
მ) იღებს გადაწყვეტილებებს სამეცნიერო ჟურნალების გამოცემის თაობაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიები და პერიოდულად მოისმინოს მათი მუშაობის ანგარიშები;
ნ) ამ წესდებით დადგენილი წესით ქმნის კონკურსის სამდივნოს დირექტორისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით;
ო) დირექტორისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის და არჩევნების ორგანიზების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – გადაწყვეტილებას
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 13.02.2009
მუხლი 4. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო
თავი II — ინსტიტუტის მართვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. ინსტიტუტის მიზნები და ამოცანები
- მუხლი 3. ინსტიტუტის მართვის ორგანოები და ინსტიტუტის სტრუქტურა
- მუხლი 5. სამეცნიერო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება
- მუხლი 6. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
- მუხლი 7. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს არჩევა
- მუხლი 8. ინსტიტუტის საარჩევნო კომისია
- მუხლი 9. ინსტიტუტის დირექტორის უფლებამოსილება
- მუხლი 10. ინსტიტუტის დირექტორის არჩევის წესი
- მუხლი 11. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი
- მუხლი 12. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 4, №374, 25.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.386 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.02.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70858/muxli-4/