1. ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულთა რაოდენობა (ლაბორატორია, განყოფილება, ცენტრი და სხვა) განისაზღვრება საშტატო განრიგით.
2. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული:
ა) შეიმუშავებს და ინსტიტუტის დირექტორს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის სამეცნიერო პროგრამას და ბიუჯეტის პროექტს;
ბ) შეიმუშავებს სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტს და წარუდგენს დირექტორს;
გ) სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამეცნიერო-კვლევით საგრანტო პროექტებს;
დ) ითანხმებს სტრუქტურული ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის კონკურსის ჩატარების წესს და დამატებით საკვალიფიკაციო პირობებს.
3. ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულს მართავს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ერთეულს შესაბამისი დარგის მიხედვით;
ბ) შეიმუშავებს სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი პერსპექტიული საქმიანობის გეგმებს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად;
გ) დირექტორის წინაშე აყენებს სამეცნიერო თანამდებობიდან პირის გათავისუფლების ან პირის დაწინაურების საკითხს;
დ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 13.02.2009
მუხლი 11. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი
თავი II — ინსტიტუტის მართვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 11. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი
- მუხლი 11. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი
- მუხლი 11. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი
- მუხლი 11. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი
- მუხლი 11. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი
- მუხლი 11. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. სამეცნიერო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება
- მუხლი 6. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
- მუხლი 7. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს არჩევა
- მუხლი 8. ინსტიტუტის საარჩევნო კომისია
- მუხლი 9. ინსტიტუტის დირექტორის უფლებამოსილება
- მუხლი 10. ინსტიტუტის დირექტორის არჩევის წესი
- მუხლი 12. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი
- მუხლი 13. ინსტიტუტის პერსონალი
- მუხლი 14. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი
- მუხლი 15. მეცნიერთა უფლებები და მოვალეობები
- მუხლი 16. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №374, 25.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.386 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.02.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70858/muxli-11/