1. ინსტიტუტის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისგან. 2. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს. 3. ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნებიან შემდეგი მეცნიერები: ა) მეცნიერი თანამშრომელი; ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 4. ინსტიტუტის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნებიან: ა) ინსტიტუტის დირექტორი; ბ) დირექტორის მოადგილე/მოადგილეები.
5. ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება ამავე ინსტიტუტში ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 6. ინსტიტუტის სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება ინსტიტუტის საშტატო განრიგით
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 13. ინსტიტუტის პერსონალი— საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ
მუხლი 13. ინსტიტუტის პერსონალი— საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ
მუხლი 13. ინსტიტუტის პერსონალი— საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ
მუხლი 13. ინსტიტუტის პერსონალი— საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ
მუხლი 13. ინსტიტუტის პერსონალი— საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 13, №374, 25.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.386 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.02.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70858/muxli-13/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია