1. ინსტიტუტის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისგან.
2. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.
3. ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნებიან შემდეგი მეცნიერები:
ა) მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
4. ინსტიტუტის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნება:
ა) ინსტიტუტის დირექტორი;
ბ) დირექტორის მოადგილე/მოადგილეები
5. ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება ამავე ინსტიტუტში ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
6. ინსტიტუტის სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება ინსტიტუტის საშტატო განრიგით
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 15.03.2010
მუხლი 13. ინსტიტუტის პერსონალი
თავი III — ინსტიტუტის პერსონალი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს არჩევა
- მუხლი 8. ინსტიტუტის საარჩევნო კომისია
- მუხლი 9. ინსტიტუტის დირექტორის უფლებამოსილება
- მუხლი 10. ინსტიტუტის დირექტორის არჩევის წესი
- მუხლი 11. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი
- მუხლი 12. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი
- მუხლი 14. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი
- მუხლი 15. მეცნიერთა უფლებები და მოვალეობები
- მუხლი 16. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი
- მუხლი 17. ინსტიტუტის ქონება
- მუხლი 18. ინსტიტუტის დაფინანსება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 13, №553, 27.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.680 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/72232/muxli-13/