1. ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულთა რაოდენობა (ლაბორატორია, განყოფილება, ცენტრი და სხვა) განისაზღვრება საშტატო განრიგით, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
2. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული:
ა) შეიმუშავებს და ინსტიტუტის დირექტორს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის სამეცნიერო პროგრამას და ბიუჯეტის პროექტს;
ბ) შეიმუშავებს სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტს და წარუდგენს დირექტორს;
გ) სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამეცნიერო-კვლევით საგრანტო პროექტებს;
დ) ითანხმებს სტრუქტურული ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის კონკურსის ჩატარების წესს და დამატებით საკვალიფიკაციო პირობებს.
3. ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულს მართავს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ერთეულს შესაბამისი დარგის მიხედვით;
ბ) შეიმუშავებს სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი პერსპექტიული საქმიანობის გეგმებს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად;
გ) დირექტორის წინაშე აყენებს სამეცნიერო თანამდებობიდან პირის გათავისუფლების, დაწინაურების ან პირის წახალისების საკითხს;
დ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ე) პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
ვ) სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო პროექტების შემუშავებას;
ზ) განიხილავს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს განყოფილების სამეცნიერო თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესისა და დამატებითი საკვალიფიკაციო პირობების შესახებ;
თ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას.
4. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი