1. სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ წესდებით დადგენილი წესით სამეცნიერო საბჭოს წევრების არჩევის, მაგრამ არანაკლებ წევრთა საერთო რაოდენობის 2/3 არჩევის, შემდეგ, წევრების პირველ სხდომაზე.
2. სამეცნიერო საბჭო ანგარიშვალდებულია მეცნიერთა საერთო კრების წინაშე. მისი ვადაზე ადრე უფლებამოსილების საკითხის დასმა და გადაწყვეტა შეუძლია მეცნიერთა საერთო კრებას სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით.
3. სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარი მაინც.
4. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე სამეცნიერო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
5. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. სამეცნიერო საბჭომ
შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის ფარული კენჭისყრით მიღების თაობაზე.
6. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას საკუთარი ინიციატივით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა მესამედის ან/და ინსტიტუტის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე.
7. სამეცნიერო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ან ინსტიტუტის პერსონალიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს მდივანს.
8. სამეცნიერო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ სამეცნიერო საბჭოს წევრი სისტემატურად არ ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;
ე) გარდაცვალებისას;
ვ) ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლებისას
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 13.02.2009
მუხლი 5. სამეცნიერო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება
თავი II — ინსტიტუტის მართვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 5. სამეცნიერო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება
- მუხლი 5. სამეცნიერო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება
- მუხლი 5. სამეცნიერო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება
- მუხლი 5. სამეცნიერო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება
- მუხლი 6. სამეცნიერო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება
- მუხლი 5. სამეცნიერო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. ინსტიტუტის მიზნები და ამოცანები
- მუხლი 3. ინსტიტუტის მართვის ორგანოები და ინსტიტუტის სტრუქტურა
- მუხლი 4. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო
- მუხლი 6. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
- მუხლი 7. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს არჩევა
- მუხლი 8. ინსტიტუტის საარჩევნო კომისია
- მუხლი 9. ინსტიტუტის დირექტორის უფლებამოსილება
- მუხლი 10. ინსტიტუტის დირექტორის არჩევის წესი
- მუხლი 11. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი
- მუხლი 12. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №374, 25.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.386 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.02.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70858/muxli-5/