1. მერის მრჩეველი არის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერის მრჩეველი:

ა) კონსულტაციას უწევს მერს კანონმდებლობითა და დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას;

ბ) ასრულებს მერის ცალკეულ დავალებებს.

3. მერის მრჩეველის უფლება–მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, დადებული შრომითი ხელშეკრულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.

4. მერის მრჩეველი ანგარიშვალდებულია მერის წინაშ