1. მერიის საჯარო მოსამსახურის ვაკანსია გახსნილად მიიჩნევა:
ა) მერიის საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამტკიცების მომდევნო დღიდან;
ბ) მერიის საჯარო მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე.
2. ვაკანსია უნდა შეივსოს, როგორც წესი, არაუგვიანეს მისი გახსნიდან 3 თვის ვადაში.
3. ვაკანსიის შევსებამდე არმყოფი მოსამსახურის ფუნქციის შესრულება მერის ბრძანების შესაბამისად დაეკისრება:
ა) მერის პირველი მოადგილის ან მოადგილის ვაკანსიის შემთხვევაში – მერის ერთ–ერთ მოადგილეს, ხოლო თუ მერის მოადგილის თანამდებობაც ვაკანტურია – მერიის ერთ–ერთი სამსახურის უფროსს;
ბ) სამსახურის უფროსის ვაკანსიის შემთხვევაში – სამსახურის უფროსის მოადგილეს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სამსახურის ერთ–ერთი განყოფილების უფროსს, ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში კი, სამსახურის ერთ–ერთ მოხელეს;
გ) სამსახურის მოსამსახურის თანამდებობის ვაკანსიის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით, ამ სამსახურის ერთ–ერთ მოსამსახურე