1. მერიის საჯარო მოსამსახურის ვაკანსია გახსნილად მიიჩნევა:

ა) მერიის საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამტკიცების მომდევნო დღიდან;

ბ) მერიის საჯარო მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე.

2. ვაკანსია უნდა შეივსოს, როგორც წესი, არაუგვიანეს მისი გახსნიდან 3 თვის ვადაში.

3. ვაკანსიის შევსებამდე არმყოფი მოსამსახურის ფუნქციის შესრულება მერის ბრძანების შესაბამისად დაეკისრება:

ა) მერის პირველი მოადგილის ვაკანსიის შემთხვევაში – მერის მოადგილეს, ხოლო თუ მერის მოადგილის თანამდებობაც ვაკანტურია – მერიის ერთ–ერთი სამსახურის ხელმძღვანელს;

ბ) სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანსიის შემთხვევაში – სამსახურის ერთ–ერთი განყოფილების უფროსს, ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში კი, სამსახურის ერთ–ერთ მოხელეს;

გ) სამსახურის მოსამსახურის თანამდებობის ვაკანსიის შემთხვევაში, სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით, ამ სამსახურის ერთ–ერთ მოსამსახურე