1. მერიის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით დადგენილ და შესაბამისი თანამდებობისათვის დაწესებულ სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს
2. მერიის პროფესიული საჯარო მოხელე თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის წესით, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე და 52–ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა.
3. პირი, მერიის პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ინიშნება ღია კონკურსით.
4. პირი, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ინიშნება დახურული კონკურსით.
5. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის და პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე პირის ღია კონკურსის საფუძველზე შერჩევა შესაძლებელია, თუ:
ა) ამ მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული დახურული კონკურსის საფუძველზე შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩა;
ბ) არსებობს ბიუროს დასაბუთებული რეკომენდაცია, რომ მოხელის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით დახურული კონკურსის საფუძველზე შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩევა.
6. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი გამოიცემა საკონკურსო კომისიის მიერ ხონის მუნიციპალიტეტის მერისათვის სათანადო გადაწყვეტილების წარდგენიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 30 სამუშაო დღის