1. მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყველა პროფესიული საჯარო მოხელისათვის დგება სამუშაოთა აღწერილობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნა.
2. სამუშაოთა აღწერილობით განისაზღვრება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ყველა პროფესიული საჯარო მოხელის საქმიანობის სფერო, სამსახურებრივი ფუნქციები და უფლება–მოვალეობები.
3. მერის პირველი მოადგილის, მოადგილისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა სამუშაო აღწერილობებს განსაზღვრავს და ამტკიცებს მერი, ხოლო მერიის სხვა პროფესიულ საჯარო მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობებს ადგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი წარდგინებით ამტკიცებს მერი.
4. საკვალიფიკაციო მოთხოვნით განისაზღვრება თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, განათლება, ცოდნა და უნარ–ჩვევები.
5. საკვალიფიკაციო მოთხოვნა შედგება სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან.
6. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა საერთოა მერიის ყველა პროფესიული საჯარო მოხელისათვის და განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №218 დადგენილებით განსაზღვრულია პროფესიული საჯარო მოხელის თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი შესაბამისი სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
7. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა პროფესიული საჯარო მოხელისათვის საჯარო სამსახურის ბიუროსთან შეთანხმებით შეიძლება დააწესოს მერმა.
თავი V
მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირე