1. მერიის სამსახური არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით, საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის ხელმძღვანელი. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. მერიის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახური;

გ) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური;

დ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

ე) ეკონომიკის, ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახური;

ვ) ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური;

ზ)შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახური;

თ) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.

5. მერიის სამსახურების სტრუქტურა, უფლებამოსილებები და ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამსახურის დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნი