1. მერიის მოხელის ვაკანსია გახსნილად მიიჩნევა:
ა) მერიის საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამტკიცების მომდევნო დღიდან;
ბ) მერიის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე;
გ) თუ თანამდებობაზე, რომელიც უნდა შეივსოს კონკურსის საფუძველზე, პირი დანიშნულია კონკურსის გარეშე.
2. ვაკანსია უნდა შეივსოს, როგორც წესი, არა უგვიანეს გახსნიდან 3 თვის ვადაში.
3. ვაკანსიის შევსებამდე შტატით გათვალისწინებული თანამდებობრივი მოვალეობის შესრულება მერის ბრძანების შესაბამისად დაეკისრება:
ა) მერის პირველი მოადგილის ან მოადგილის ვაკანსიის შემთხვევაში –
მერის ერთ-ერთ მოადგილეს, ხოლო თუ მერის მოადგილის თანამდებობაც ვაკანტურია –
მერიის ერთ-ერთ სამსახურის უფროსს;
ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (სამსახურის უფროსი) ვაკანსიის შემთხვევაში –
სამსახურის ერთ-ერთ მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში –
სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს;
გ) სამსახურის უფროსი და უმცროსი საჯარო თანამდებობის ვაკანსიის შემთხვევაში –
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (სამსახურის უფროსი) წარდგინებით ამ სამსახურის ერთ-ერთ მოხელე