1. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა:

ა) მერიის    მოხელე,    რომელიც    დანიშნულია    მერიის    საშტატო    განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;

ბ) მერიის   შტატგარეშე   მოსამსახურე,   რომელიც   ვადიანი   შრომითი   ხელშეკრულების    საფუძველზე მიღებულია მერიაში არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად;

გ) დამხმარე მოსამსახურე, რომელიც ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში დამხმარე, ტექნიკური სამუშაოს შესასრულებლად.

2. მერიის  დამხმარე  და შტატგარეშე  მოსამსახურის  უფლება-მოვალეობები  განისაზღვრება საქართველოს შრომის  კოდექსის  შესაბამისად  დადებული  შრომითი  ხელშეკრულებით  და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. მერიის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომით ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს მერ