1. მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით –
საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.

2.   სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3.   სამსახურის საქმიანობას უძღვება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი), რომელიც ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4.   მერიის სამსახურებია:

ა)   ადმინისტრაციული სამსახური;

ბ)   იურიდიული სამსახური;

გ)   საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

დ)  ეკონომიკური განვითარების სამსახური;

ე) ზედამხედველობის სამსახური;

ვ)   განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური;

ზ)  შიდა აუდიტის სამსახური;

თ)  ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური;

ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.

5.  მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნი