1. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მთავარი მრჩეველი, უფროსი მრჩევლები და მრჩევლები.

2. მრჩეველთა საბჭოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

ა) კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ბ) კომისიის მიერ მისაღები ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;

გ) კომისიის დავალების საფუძველზე კონკრეტული საკითხების შესწავლა და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებებ