1. კომისიის წევრი:

ა) კომისიის თავმჯდომარის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კომისიის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას;

ბ) ხელს აწერს კორესპონდენციას და რეგულირებულ საწარმოებს კომისიის სახელით უგზავნის სავალდებულოდ შესასრულებელ წერილობით მოთხოვნებს;

გ) აძლევს დავალებებს კომისიის აპარატის თანამშრომლებს;

დ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. კომისიის წევრის უფლებამოსილება, გარდა ადმინისტრაციული მართვისა, თანაბრად ვრცელდება კომისიის აპარატის თანამშრომლებზ