1. კომისია არის სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო და დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისგან.
2. კომისიას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
3. კომისია ფინანსურად დამოუკიდებელია.
4. კომისიის ბიუჯეტის ფორმირების წყაროა რეგულირების საფასური და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.
5. კომისიას აქვს დამოუკიდებელი ფინანსური ანგარიშგება.
6. კომისიას აქვს საბანკო ანგარიშები. საბანკო ანგარიში შეიძლება იყოს უცხოურ ვალუტაში.
7. კომისიის ქონება შედგება მის მფლობელობაში არსებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი აქტივებისგან, რომლებიც აისახება კომისიის დამოუკიდებელ ფინანსურ ანგარიშგებაში.
8. კომისიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №19.
9. კომისიის ვებგვერდის მისამართია: www.gnerc.org. კომისიის ვებგვერდი წარმოადგენს საჯარო ადგილ