1. კომისიას თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი.

2. კომისიისა და კომისიის აპარატის საქმიანობის ეფექტიანი ორგანიზებისა და კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების სრულფასოვნად განხორციელების მიზნით, კომისია:

ა) ამტკიცებს კომისიის აპარატის საშტატო ნუსხას;

ბ) კომისიის აპარატში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის წესით არჩევს პირს;

გ) განსაზღვრავს კომისიის აპარატში დასაქმებული პირის დაწინაურების, გადაყვანის, წახალისებისა და პრემირების წესს;

დ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ