იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ლიცენზიის მაძიებელთა დოკუმენტაციის, აგრეთვე, სატარიფო განაცხადების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ბ) კომისიისა და კომისიის აპარატის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის, სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
გ) საქართველოს სასამართლოებში კომისიის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
დ) კომისიის მიერ მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, კომისიისთვის წარდგენა და ადმინისტრაციული წარმოების ინიცირება;
ე) კომისიის სამართლებრივი აქტების ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზების მიზნით, წინადადებების შემუშავება და კომისიისთვის წარდგენა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების მიერ კომისიაში წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ზ) კომისიის აპარატის დეპარტამენტების მხარდაჭერა კომისიის ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების მიზნით და მომზადებული დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის მონაწილეობით გასაფორმებელი მემორანდუმების, ხელშეკრულებებისა და სხვა სახის გარიგებების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, სადავო საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
კ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებებ