მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

ა) რეგულირებულ საწარმოებსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი სადავო საკითხების შესწავლა, მხარეთა მორიგება ან/და შესაბამისი საკითხების კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება;

ბ) სადავო საკითხების შესწავლისას გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ სათანადო წინადადებების შემუშავება და კომისიისთვის წარდგენა;

გ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;

დ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, მათ შორის, ახალი მომხმარებლების გამანაწილებელ ქსელთან და წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების ვადის თაობაზე, კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, მათზე რეაგირება და, საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება;

ე) სადავო საკითხების თაობაზე სტატისტიკის წარმოება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებებ